უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი თანაშემწე ნინო გვენეტაძეს პასუხობს:
"ნინო გვენეტაძის საჯარო გამოსვლასთან დაკავშირებით მსურს გავაკეთო გარკვეული განმარტებები. მე ვადასტურებ იმას, რაც ვისაუბრე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესახებ. მე ვისაუბრე ფაქტებზე და ვარაუდებზე: ფაქტები იყო ის, რომ ჩვენ ვაპირებდით კლანისგან სასამართლოს გათავისუფლებას და გადავდგით გარკვეული ნაბიჯებიც ამ მიმართულებით. ამის შემდეგ ჩვენი სტრატეგია გაიყო, მან კლანთან თანამშრომლობის გზა აირჩია და ამის გამო მე სასამართლოდან წამოვედი.
ჩემი (და საზოგადოების დიდი ნაწილის) ვარაუდი იყო ის რომ ის იმყოფებოდა კლანის ზეწოლის ქვეშ, ამ ზეწოლას ვერ გაუძლო და გადადგა დაკავებული თანმდებობიდან. თუ ის ამ ვარაუდს უარყოფს ეს მისი უფლებაა. დანარჩენს საზოგადოება განსჯის," - აცხადებს კახა წიქარიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






