არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გამოცდილ იურისტებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ
პოლიტიკა - 19:36, 11 May, 2019     559
მესამე სექტორი გამოცდილ იურისტებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები წარმომადგენლები იურისტებს მოუწოდებენ მიიღონ კონკურში მონაწილეობა, რომ ყველამ დაინახოს განსხვავება ჩინჩალაძის კლანსა და თანამედროვე, მოაზროვნე იურისტებს შორის.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამის მენეჯერი, გიორგი გვილავა აცხადებს, რომ შესარჩევი ეტაპის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტზეა. შესაბამისად, გვილავა ამბობს, რომ ობიექტური შერჩევისთვის საჭიროა პარლამენტში პოლიტიკური ნების არსებობა.

„არც ეს დანიშვნები და არც ეს კანონი ნდობას ვერ აამაღლებს. გარანტიები ძალიან ცოტა გვაქვს. ერთადერთი რაც შეგვიძლია, ეს იქნება საზოგადოების უფრო მეტი ჩართულობა მოხდეს ამ პროცესში და გამოაშკარავდეს ის პრობლემები, რომელიც კონკრეტულ კანდიდატებს აქვთ, ანუ მწვავე კითხვები დავუსვათ. მაინც საბოლოო ჯამში, ყველაფერი არის პარლამენტის ხელში, იმიტომ, რომ გადაწყვეტილების მიღება საბჭოს ეტაპზე მთლიანად კლანის ხელშია. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ კლანის წარმომადგენლები მრავლად იქნებიან ნომინაციის დროს,“ - განაცხადა გვილავამ.

კონკურსის გამჭვირვალედ ჩატარებაზე ამახვილებს ყურადღებას "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი, სოფო ვერძეული. მისი თქმით, აუცილებელია, რომ ბევრმა ღირსეულმა იურისტმა უნდა მიიღოს მონაწილეობა კონკურსში.

„ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ კონკურსი იყოს ღია, გახსნილი, ძალიან ბევრი ადამიანის მონაწილეობით და ბევრი კეთილსინდისიერი და ღირსეული კანდიდატი, რომელიც კონკურენციას გაუწევს იმ ადამიანებს სასამართლო სისტემაში, რომლებმაც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გვითხრეს, რომ ისინი ყველა პროცედურას მოერგებიან, ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებენ და ეს, სავარაუდოდ, იყო მინიშნება, რომ ამ შემთხვევაშიც აპირებენ ამ კონკურსში მონაწილეობის მიღებას,“ - განაცხადა ვერძეულმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია საპარლამენტო უმრავლესობამ წინასწარ პოლიტიკური განაცხადი გააკეთოს იმასთან დაკავშირებით, რომ ის ამ პროცესში პოლიტიკურ კონსენსუსზე ორიენტირებული.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი კონკურსი დღეიდან ოფიციალურად დაიწყო. კანდიდატებს ელექტრონული ფორმით განაცხადის შევსება 31 მაისამდე შეუძლიათ.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და პარლამენტმა, უვადოდ დასანიშნი 20 მოსამართლე უნდა შეარჩიონ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42