"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადასაწყვეტია, ვის წარადგენს პარლამენტში ამ ღია და გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე" - კობახიძე
პოლიტიკა - 16:14, 11 May, 2019     650
„ჩვენ შევიმუშავეთ ღია და გამჭვირვალე პროცესი, რომელიც კანონშია გაწერილი, ახლა არის საბჭოს გადასაწყვეტი, თუ ვის წარადგენს ამ ღია და გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე პარლამენტში და აქ ვერ მიიღება ვერავითარი თვითნებური გადაწყვეტილება, იმდენად ღიაა და გახსნილი პროცესი",- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა განაცხადების მიღების პროცესთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.


ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პროცესი რამდენიმე საფეხურისგან შედგება და საზოგადოებას დაკვირვების საშუალება ექნება.

„ეს პროცესი მოიცავს გასაუბრებებს, მოიცავს თითოეული კანდიდატის შეფასებას და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ჩვენ დაგვაზღვევს იქიდან, რომ რაიმე თვითნებური გადაწყვეტილება მიიღოს ვინმემ",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, შემდეგ, სია უკვე უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იქნება წარმოდგენილი და პარლამენტი გადაწყვეტილებას ასევე მაქსიმალურად ღია პროცედურის საფუძველზე მიიღებს.

„თითოეულ მოქალაქეს ექნება თვალყურის დევნების საშუალება. მათ შორის, კომიტეტის შესაბამისი სხდომები, გასაუბრებები იქნება აბსოლუტურად ღია და საზოგადოების დაკვირვების ქვეშ. ჯერ საბჭო და შემდეგ პარლამენტი მიიღებენ გადაწყვეტილებას და საბოლოო მიზანი არის, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი და ეფექტიანი უზენაესი სასამართლოს ჩამოყალიბება და ეს მიზანი, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად იქნება მიღწეული",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42