მართლმსაჯულების რეფორმა - ირაკლი კობახიძე მორიგ სამუშაო შეხვედრას მართავს
პოლიტიკა - 16:09, 11 May, 2019     620
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით, ხელისუფლების სამივე შტოს, დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მორიგ სამუშაო შეხვედრას მართავს.


გასვლითი სამუშაო შეხვედრის პირველი დღე დისციპლინური წარმოებისა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის საკითხების განხილვას დაეთმობა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ სამუშაო ჯგუფი, რეფორმის თითოეულ ასპექტთან დაკავშირებით, პოზიციების შეჯერებას და კონსენსუსის საფუძველზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას შეძლებს.

"დაახლოებით ორი კვირის წინ გვქონდა ძალიან პროდუქტული განხილვა, სადაც ძირითად საკითხებზე უკვე შევჯერდით. დღეს უკვე გვაქვს საბოლოო განხილვა, სადაც გვინდა, რომ საბოლოოდ შევაჯეროთ პოზიციები რეფორმის ყველა მიმართულებასთან დაკავშირებით. არის ძირითადი მიმართულებები დისციპლინური წარმოება, იუსტიციის უმაღლესი სკოლა და იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ჩვენი სურვილია, რომ სრული კონსენსუსით დავასრულოთ ეს განხილვა და იმედი გვაქვს, რომ ასეც დასრულდება ჩვენი მსჯელობა ამ ფორმატში",- აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მთლიანად იცვლება ორგანული კანონის შესაბამისი ნაწილი დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებით და დისციპლინური წარმოების საფუძვლები. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ფუნდამენტურია პროცესთან დაკავშირებული ცვლილებებიც.

„ახალი პროექტი არის ფუნდამენტურად მომზადებული, რეალურად, დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებით და აქ არის საუკეთესოდ დაბალანსებული ის ინტერესები, რასაც ქვია სასამართლოს ეფექტიანი საქმიანობა და მოსამართლეების დამოუკიდებლობა. ამ პრინციპებს ეფუძნებოდა მუშაობა ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს სკოლას, აქ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს სკოლაში სწავლების პრაქტიკა და შესაბამისი ცვლილებები აისახება კანონში. მათ შორის გაიზრდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებლობის გარანტიები, არის მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც განხორციელდება ამ კუთხით და რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, აქ იქნება მთელი რიგი გადაწყვეტილებები მიღებული იმისათვის, რომ საბჭოს მუშაობის ხარისხი გაუმჯობესდეს. ეს ეხება, მათ შორის, საბჭოს გადაწყვეტილებების ღიაობას, დასაბუთებას. არის არაერთი ცვლილება, რომელიც აისახება ამ ნაწილშიც",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42