მიიღო თუ არა პრემიერ ბახტაძისგან დირექტივები ზუგდიდის „ოცნების“ შტაბმა, ამის შესახებ „ნიუპოსტის“ კითხვას ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი ჩიქოვანმა უპასუხა:
„პრემიერ-მინისტრი არის გუნდის წევრი, გეგა შენგელიას აქვს მისი სრული მხარდაჭერა, ისევე როგორც ცენტრალური ხელისუფლების ყველა წარმომადგენლის მხრიდან, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ მისი მერობის პერიოდში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები განხორციელდება ოპერატიულად და ხარისხიანად.“- განაცხადა ჩიქოვანმა.
ესწრებოდნენ თუ არა შეხვედრას კოორდინატორები ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ეს შიდა პარტიული შეხვედრა იყო და დეტალებთან მიმართებაშ სპეკულირების წამოწყება უსაფუძვლოა:
„ეს იყო შიდაპარტიული სამუშაო შეხვედრა და ამის დეტალებთან მიმართებაში სპეკულირების წამოწყება უსაფუძვლოა, ეს იყო სამუშაო შეხვედრა და რა თქმა უნდა ადგილობრივი წამომადგენლობისგან პრემიერმა მოისმინა ხედვები, თუ როგორ ხედავენ ისინი ზუგდიდის შემდგომ განვითარებას.“- აღნიშნა ჩიქოვანმა.
უკავშირდება თუ არა ხელისუფლების მაღალჩინოსნების გახშირებული ვიზიტები ზუგდიდში წინასაარჩევნო პროცესს, ირაკლი ჩიქოვანმა კონკრეტული პასუხი არ გასცა და აღნიშნა, რომ მინისტრები ზუგდიდში მათ მიერ მხარდაჭერილი პროექტების შესამოწმებლად ჩადიან:
„მე ვთვლი რომ ის პროექტები რაც მიმდინარეობს ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, ასევე სარგებლობენ ინდივიდუალური მხარდაჭერით მინისტრთა კაბინეტის თითოეული წევრიდან და ეს კარგია, რომ ისინი ადგილზე ინტერესდებიან პროექტების მიმდინარეობით.“- განაცხადა ჩიქოვანმა.
მასალის გამოყენების პირობები






