წელს ევროთასების ფინალებში ოთხი ინგლისური კლუბი დაუპირისპირდება ერთმანეთს. 29 მაისს, ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე, ევროპის ლიგის ფინალში ერთმანეთს ლონდონის არსენალი და ჩელსი შეხვდება, ხოლო 1 ივნისს, მადრიდში "ვანდა მეტროპოლიტანოზე" - ლონდონის "ტოტენჰემი" და ლივერპული.
ამ წარმატებით ინგლისის საფეხბურთო ლიგამ დაიბრუნა ევროპაში საუკეთესო ჩემპიონატის სახელი, რასაც ადრე ესპანეთის ლა ლიგა ფლობდა.
პირველად 1950-იანი წლების შემდეგ ევროფინალებში მხოლოდ ინგლისური გუნდები მონაწილეობენ, რაც ინგლისური საფეხბურთო ლიგის უდავო წარმატებაა. ამავე დროს, ე.წ. "ნეიტრალური" ინგლისელი ფანები "დიდ გასაჭირში" არიან - რომელ მათგანს უგულშემატკივრონ.
მსგავსი რამ ადრე არასდროს მომხდარა. იყო შემთხვევები როდესაც ფინალებში 3-3 ესპანური, გერმანული ან იტალიური კლუბი იყო, მაგრამ ერთი ქვეყნის ჰეგემონია, არ ყოფილა.
ინგლისელებმა ჩემპიონთა ლიგაზე ესპანელთა ჰეგემონიაც შეაჩერეს - ბოლო ხუთი სეზონია ლიგას ან რეალი (4), ან ბარსელობა (1) იგებდა. რეალმა რეკორდიც დაამყარა სამჯერ ზედიზედ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში.
ასევე, ეს პირველი ფინალი იქნება 5 წლის შემდეგ, როდესაც მასში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არც მესი და არც რონალდო არ იღებენ მონაწილეობას.
აღსანიშნავია, რომ ინგლისური კლუბები ევროპის ლიგიტაც დაინნტერესდნენ და წარმატებასაც აღწევენ. ადრე ისინი მას აგდებულად უყურებდნენ და ხშირად დუბლშემადგენლობით გადიოდნენ თანაშებზე. ეს ტენდენცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც 2015 წელს უეფამ მიიღო დადგენილება, რომ ევროპის ლიგის გამარჯვებული შემდეგ წელს ავტომატურად ხდებოდა ჩემპიოთა ლიგაზე. შესაბამისად, უკვე სამი წელია ფინალში ერთი ინგლისური კლუბი აუცილებლად მონაწილეობს.
წინ საინტერესო თამაშები გველის და საინტერესოა, წავა ორივე თასი ლონდონში, თუ ლივერპული შესძლებს და ბრიტანეთის დედაქალაქს ევროპის კლუბური ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟულ თასს წაართმევს.
მასალის გამოყენების პირობები