ზუგდიდში მერის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე პრემიერი ჩავიდა. მამუკა ბახტაძე "ქართული ოცნების" შტაბშიც მივიდა და მმართველი გუნდის წევრებს შეხვდა. "ნიუპოსტი" შეეცადა იმის გარკვევას უკავშირდებოდა თუ არა სამეგრელოს რეგიონში მთავრობის გააქტიურება არჩევნებს და გასცა თუ არა დირექტივები ბახტაძემ ოცნების შტაბში.
„ნიუპოსტის“ კითხვაზე ადასტურებს თუ არა, რომ პრემიერის ზუგდიდში ვიზიტი არჩევნებს უკავშირდება, გიგა ბუკიამ აღნიშნული არ უარყო და განაცხადა, რომ პრემიერს არჩევნების მშვიდობიანად ჩატარების მოწოდება ჰქონდა:
„რა თქმა უნდა როდესაც სამეგრელოშია ჩამოსული პრემიერ-მინისტრი, იმ პარტიის საარჩევნო შტაბში არ მივა, სადაც არჩევნები ტარდება? ეს იყო საუბარი მოსახლეობასთან, შემდეგ იყო პროექტი, რომელიც გააცნო, საბოლოოს ჩასატარებელი არჩევნების მიმარტ სურვილი და მოწოდება, რომ ჩატარდეს მშვიდობიანად ექსცესების გარეშე. დავალებების გაცემა მე არ გამიგია, ეს იყო საუბარი და ურთიერთ აზრის გაზიარება. თავისთავად, არჩევნებიც არის და პროცესია, როდესაც ადამიანია ჩამოსული და დანარჩენი ეს იყო ჩვეულებრივ შტაბთან შეხვედრა და მოწოდება, რომ მშვიდობიანად ჩატარდეს არჩევნები,ა ქედან გამომდინარე, ქვეყანაში არჩევნები ტარდება და პრემიერი რომ მოუწოდებს მშვიდობიანად ჩატარდეს ესაა მთავარი.“- განაცხადა ბუკიამ.
მასალის გამოყენების პირობები






