ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საკთხის გარკვევაში ჩაერთო თურქეთში საქართველოს ელჩი.
როგორც რადიო თავისუფლებასთან თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ სატელეფონო საუბარში განაცხადა, თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დოლისყანის კარიბჭესთან ტუალეტის მშენებლობა შეწყვეტილია.
მისი სიტყვებით, თურქული მხარე გაგებით მოეკიდა საქართველოს პოზიციას, რისთვისაც ელჩი მათ მადლობას უხდის.
„ჩვენ მივიღეთ შეტყობინება, რომ სოფელ ართვინში, დოლისყანის მონასტრის კარიბჭესთან მიმდინარეობდა საპირფარეშოს მშენებლობა. ჩავაყენეთ საქმის კურსში თურქეთის კულტურის სამინისტრო, ძეგლთა დაცვის და სხვა სამსახურები და მათ მიიღეს გადაწყვეტილება მშენებლობის შეჩერების შესახებ.“
გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, ტუალეტის მშენებლობის გადაწყვეტილება ადგილობრივების მიერ იყო მიღებული.
მასალის გამოყენების პირობები






