"პასუხი არ არის, საათნახევარია კარებთან მიწევს დგომა" - შპს „აკვაპარკის“ იურისტი პრემიერის მოლოდინში (ვიდეო)
პოლიტიკა - 14:00, 11 May, 2019     1042

ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი იმართება. ქალაქში საქართველოს პრემიერ-მინისტრიც იმყოფება. მამუკა ბახტაძესთან შეხვედრას დილიდან ცდილობს შპს „აკვაპარკის“ იურისტი ნანი ფირცხელავა. შპს „აკვაპარკი“ უკვე წლებია ზუგდიდის ცენტრში მდებარე მიწის ფართობთან დაკავშირებით დავობს.

„პრემიერთან შეხვედრას ვცდილობ, წერილობითი კორესპონდენცია გადაგზავნილია, პრემიერი საქმის კურსშია. მასალებიც გადაგზავნილია, ვითხოვე პირად კონტროლზე აიყვანოს შპს „აკვაპარკის“ საქმე და გავინტერესებს ამასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხები. კანონით კარი გაღებული უნდა იყოს და მოქალაქეებისთვის მისაღებ ფორმაში ორგანიზებული მიღება, მაგრამ სინამდვილეში ეს არაა გაკეთებული. დაცვა დგას და მოქალქეებს არ უშვებენ, ვითხოვე რომ შეახსენეთ, მოქალაქე დგას მიღებაზე, მაგრამ პასუხი არ არის, გამომდინარე აქედან საათნახევარია კარებთან მიწევს დგომა“- განაცხადა ნანი ფირცხელავამ.

შეგახსენებთ, შპს „აკვაპარკის“ დამფუძნებელმა მანანა შანავამ მდინარე ჩხოუშთან მიწის ნაკვეთი 2008 წელს შეიძინა. ხელშეკრულების პირობების თანახმად, აკვაპარკი 2012 წლამდე უნდა აეშენებინა და 6 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაედო. თუმცა, როგორც ბიზნესმენი აცხადებს, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება მისი დაპატიმრების გამო ვერ მოახერხა. ის 2010 წლის 26 ნოემბერს თაღლითობის მუხლით დააკავეს. ის სასამართლომ ბიუჯეტისთვის გადასახადების დამალვის და „ლაზიკა კაპიტალისგან“ დიდი ოდენობის თანხის თაღლითური გზით მითვისებისთვის გაასამართლა. ბიზნესმენი პატიმრობიდან 2013 წლის აგვისტოში გათავისუფლდა, თუმცა მის კუთვნილ მიწაზე ნასყიდობის ხელშეკრულება გამგეობას უკვე ბათილად ჰქონდა ცნობილი, ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის. 2014 წელს ბიზნესმენმა ზუგდიდის გამგეობას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში პროცესი მოუგო და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტლება ძალაში დატოვა. მანანა შანავა ზუგდიდის გამგეობისგან ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის გაუქმებას ითხოვდა, რაც დაკმაყოფილდა.

მაგრამ 2015 წელს შანავამ ქალაქ ზუგდიდის მერია და გუბერნია ხელოვნურად, მიზანმიმართულად კუთვნილი ქონების წართმევის მცდელობაში დაადანაშაულა. შპს „აკვაპარკის“ წარმომადგენლის თქმით, მას შემდეგ, რაც ზუგდიდი ორ მუნიციპალიტეტად გაიყო, მისი მიწა ქალაქის ბალანსზე აღმოჩნდა. მიმართა რამდენჯერმე გამგეობას და საკრებულოს ახალი ინდივიდუალური აქტის გამოცემის თაობაზე, 7 თვის მერე კი, როგორც ამბობს, პასუხი მიიღო, თუ 60 დღეში 4 მილიონიან ინვესტიციას არ განახორციელებდა, ნაკვეთი ჩამოერთმეოდა. განსაზღვრული ვადა მანანა შანავამ თქმით, საკმარისი არ აღმოჩნდა. საბოლოოდ, ტერიტორია საკრებულომ ჯერ სახელმწიფოს გადასცა, თუმცა მოგვიანებით მიწა კვლავ ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოს გადმოეცა.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42