ღია დისკუსია ღია სივრცეში, ამომრჩეველთან ერთად - სანდრა რულოვსი სახელისუფლებო კანდიდატს დებატებს კიდევ ერთხელ სთავაზობს
პოლიტიკა - 12:52, 11 May, 2019     933

ზუგდიდი მერობის კანდიდატი, სანდრა რულოვსი სახელისუფლებო კანდიდატს და ბიძინა ივანიშვილს მიმართვას.

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი მის კონკურენტს დებატებში იწვევს და ღია დისკუსიას, ღია სივრცეში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთან ერთად და მედიის ფართო სპექტრის მონაწილეობით სთავაზობს.

მერობის კანდიდატი კონკრეტულ თარიღს ასახელებს და კონკურენტს დებატებში მონაწილეობის მისაღებად, 16 მაისს 17:00 საათზე, განმუხურის ამფითეატრში ელოდება.

"მივმართავ ივანიშვილს და მის მიერ დანიშნულ კანდიდატს.

თქვენ მიწვევდით საარჩევნო დებატებზე ერთ კონკრეტულ არხზე, მე კი გთავაზობთ ღია დისკუსიას ღია სივრცეში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთან ერთად და ფართო მედიის სპექტრის დასწრებით.
მე არ ვიცი, რატომ მიიჩნევთ ასეთ დისკუსიას დაპირისპირების მცდელობად, როგორც ნათქვამია თქვენს ცენტრალურ ოფისში დაწერილ განცხადებაში.
ეტყობა, ივანიშვილს და თქვენც ეჭვი გეპარებათ იმაში, რომ აქ არის მაღალი ინტელექტის და კულტურის მქონე ევროპული საზოგადოება. აქ გამორჩეულად იციან განსხვავებული აზრის პატივისცემა და ერთმანეთის მოსმენა და მოთმენაც.
გელოდებით 16 მაისს 17:00 საათზე განმუხურის ამფითეატრში.
არაფერი გვექნება გადასახდელი, რადგან იქაურობას პატრონი არ ჰყავს.
და კიდევ ერთი - თქვენ ამბობთ, მშვიდობა მინდა და კეთილდღეობა. ვის არ უნდა?
მაგრამ მშვიდობა არ იქმნება ქუჩაში კრიმინალების დაბრუნებით, მოქალაქეებზე ძალადობით და მოსყიდვით, პედაგოგებზე ზეწოლით, რასაც შარშან შეეწირა ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის სიცოცხლე.
თქვენი „მშვიდობა“ კი ყოველ ნაბიჯზე გვხვდება. დაცლილი სოფლები, ემიგრაციაში წასულებზე მონატრებული სახეები და უამრავი აბრა - სახლი იყიდება. ასე იშლება ოდა-ბადე.
რაც შეეხება კეთილდღეობას, 7 წელიწადია, ამას ელოდება ხალხი თქვენგან, მაგრამ სადაა?

ზუგდიდიდან იწყება საქართველოს გამარჯვება. ძალა ერთობაშია"- განაცხადა სანდრა რულოვსმა.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42