პანიკური განცდა, რომ მისივე გუნდი დიდ შეთქმულებას უწყობს - რას უპირებს ივანიშვილი ძალოვან მინისტრებს (ვიდეო)
პოლიტიკა - 21:36, 11 May, 2019     5896

ძალოვან სტრუქტურებში განხორციელებულ ცვლილებებზე და სუს-ში შევარდნაძისდროინდელი ჩინოვნიკის შენგელი ფიცხელაურის დაბრუნებაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის შვილის ბერას ქვისლის მამაა, შაბათის კურიერმა სიუჟეტი მოამზადა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დიდი ცვლილებებია. სუს-ის უფროსის მოადგილეებს ერთი მეორის მიყოლებით ცვლიან. ალექსანდრე ტაბატაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე შენგელი ფიცხელაურმა უკვე ჩაანაცვლა.

სპეცსამსახურებს შევარდნაძის უშიშროების სამინისტროს პენსიაზე გასული მაღალჩინოსანი ორი დღის წინ დაუბრუნდა. სანდო წყარო „კურიერს“ სუს-იდან უყვება, რომ საკადრო ცვლილებები ამით არ სრულდება, შემდეგი შესაძლოა, ალექსანდრე ბატიაშვილი იყოს. ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრმა, ანზორ ჩუბინიძემ, პრაქტიკულად, არ უარყო მოსალოდნელი ცვლილებები სუს-ში.

შენგელი ფიცხელაური სუს-ში საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა. ფიცხელაურის დაბრუნება ძალოვან უწყებებში დროში ემთხვევა მისი ივანიშვილის დანათესავებას. შენგელი ფიცხელაურის შვილი და ბერა ივანიშვილი ქვისლები გახდნენ. ბერას ქორწილის დღეს ერთმანეთს შეხვდნენ შენგელი ფიცხელაური და ბიძინა ივანიშვილი. ფაქტს შენგელი ფიცხელაური „კურიერთან“ ინტერვიუში ადასტურებს.

ამ შეხვედრიდან ორ თვეში 2019 წლის 22 იანვარს შენგელი ფიცხელაური გიორგი გახარიას მრჩევლად დაინიშნა. გახარიას მრჩევლად ფიცხელაურმა 3 თვის განმავლობაში იმუშავა და უკვე მაისში ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშნეს.

სუს-ში, სადაც თანამდებობებს ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი პირები იკავებენ, ივანიშვილის ჩარევის გარეშე დაინიშნა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის სტატუსით „კურიერისთვის“ მიცემულ პირველ ინტერვიუში ირწმუნება, რომ ეს პოსტი ვახტანგ გომელაურმა პირადად შესთავაზა. 14 წლიანი პაუზის შემდეგ, ძალოვან უწყებაში დაბრუნებაზე ერთი თვის განმავლობაში ფიქრობდა, რადგან ამბობს, რომ მას ეს თანამდებობა არ სჭირდებოდა, უბრალოდ სთხოვეს.

შენგელი ფიცხელაურმა ძალოვან უწყებაში საქმიანობა 1976 წლიდან დაიწყო. იყო საბჭოთა ხელისუფლების დროს გამომძიებელი, სასამართლოს თავმჯდომარე, ბოლოს კი შევარდნაძის უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი. მისთვის გაუგებარია, რატომ გაჩნდა კითხვები მის ბიოგრაფიასთან დაკავშირებით.

ფიცხელაური არ აკონკრეტებს, გახადა თუ არა სუს-ში საკადრო წმენდისა და გადაადგილებების ერთ-ერთი მიზეზი რამდენიმე კვირის წინ პანკისში განვითარებული მწვავე პროცესები. თუმცა, „კურიერის“ ინფორმაციით, ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან უწყებაში ცვლილებები მმართველი გუნდის ლიდერმა სწორედ დაძაბული და ხმაურიანი 21 აპრილის შემდეგ დააჩქარა.

ფიცხელაურის მისვლით სუს-ში საკადრო ცვლილებები არ დასრულებულა. სანდო წყარო „კურიერს“ უყვება, რომ ალექსანდრე ბატიაშვილი მოადგილის პოსტს დაემშვიდობება. ბატიაშვილი სუს-ში კიდევ ერთი მოადგილის, გრიგოლ ლილუაშვილის რეკომენდაციით მოხვდა, თუმცა სანდო წყაროს ინფორმაციით, პოსტს შესაძლოა ლილუაშვილიც დაემშვიდობოს, რომელიც გავლენიან თანამდებობაზე ივანიშვილის ჭარბი ნდობის გამო დაინიშნა. ის წლების განმავლობაში „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა.

ვრცლად იხილეთ rustavi2.ge







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42