„მაქსიმალურად შეიზღუდება არასრულწლოვნების წვდომა ცივ იარაღზე“ - ნათია მეზვრიშვილი
პოლიტიკა - 19:28, 10 May, 2019     669

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა, სამინისტროს მიერ დღეს ინიცირებული, ცივი იარაღის ახალი კანონის შესახებ დეტალური განმარტება გააკეთა.

„ცივ იარაღთან დაკავშირებით რამდენიმე ფაქტორი იყო, რომლის გამოც საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება გადავწყვიტეთ. ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პაკეტია, რომელსაც დღეს მთავრობამ მხარი დაუჭირა და იმედია, რომ პარლამენტიც მხარს დაუჭერს. მიზანი გახლავთ საზოგადოებრივი უსაფრთხოების კიდევ უფრო მეტად უზრუნველყოფა და ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ უფრო გააქტიურება.პრაქტიკაში პოლიცია არის მეტად აქტიური ცივი იარაღების ტარების გამოვლენის კუთხით. მაგალითად, მიმდინარე წელს, ჩვენ სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ჩატარების შედეგად, ასობით ცივი იარაღი გვაქვს ამოღებული. გარდა ამისა, ეს გახლდათ საზოგადოების მოთხოვნა, რაზეც არაერთხელ ყოფილა საუბარი. ჩვენ ეს მოთხოვნა გავითვალისწინეთ. გამოვლენის მხრივ აქტიურობასთან ერთად, გადავწყვიტეთ ის ვაკუუმი შეგვევსო, რაც საკანონმდებლო დონეზე არსებობს, განსაკუთრებით ცივი იარაღით ვაჭრობის მიმართულებით, გაყიდვის მიმართულებით. დღეს კანონით ისჯება ტარება, როგორც ადმინისტრაციული წესით, ისე სისხლის სამართლის წესით, მაგრამ გაყიდვის საკითხები სათანადოდ არ არის დარეგულირებული, რის გამოც ცივი იარაღი არის ადვილად ხელმისაწვდომი არასრულწლოვნებისთვის. ამიტომ ამ კანონპროექტის უპირველესი მიზანი გახლავთ ცივ იარაღზე არასრულწლოვნების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, იმიტომ, რომ დღეს გაყიდვა შეუძლია ყველას და ამასთანავე ცივი იარაღი იყიდება ყველგან, მათ შორის სკოლების ტერიტორიაზე, რაც ბუნებრივია არასრულწლოვნებისთვის მარტივად ხელმისაწვდომს ხდის მას. ახალი კანონი გაყიდვის საკითხებს ა​რეგულირებს, აკრძალავს ცივი იარაღის გაყიდვას არასრულწლოვანზე, ასევე, გარკვეულ რისკ-ჯგუფებზე, მათ შორის მაგალითად ნასამართლევ პირებზე. მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ კანონპროექტის არის ის, რომ ტარებისთვის მკაცრდება როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლისსამართლებრივი სანქციები. ბუნებრივია, საკანონმდებლო ცვლილებები გაყიდვის ნაწილში არ ეხება საოჯახო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების დანებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ამას უკავშირდება - რა თქმა უნდა ეს საკანონმდებლო ცვლილებები არ ნიშნავს იმას, რომ დანებით დანაშაულის ჩადენის აბსოლუტური პრევენცია მოხდება. ეს საკანონმდებლო ცვლილებები უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ მაქსიმალურად შეიზღუდება წვდომა ცივ იარაღზე, განსაკუთრებით არასრულწლოვნების ნაწილში“. - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42