ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
პოლიტიკა - 19:12, 10 May, 2019     690

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ორი ახალი მოადგილე ჰყავს, ამ თანამდებობებს ნიკოლოზ ალავიძე და დავით თვალაბეიშვილი იკავებენ. ამის შესახებ განცხადება დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა.

ნიკოლოზ ალავიძის მუშაობის ძირითადი მიმართულება იქნება - საინვესტიციო პოლიტიკის გაძლიერება, ეფექტური კომუნიკაციის დამყარება როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ინვესტორებთან. დავით თვალაბეიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ენერგეტიკის მიმართულებას უხელმძღვანელებს.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, მთავრობის პრიორიტეტი საინვესტიციო პოლიტიკის ნაწილში სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებებია, ამ მიმართულებით ეკონომიკის სამინისტრო ინვესტორებს შესთავაზებს ერთი ფანჯრის პრინციპზე აგებულ საინვესტიციო პოლიტიკას. „ჩვენ მივიღეთ დავალება პრემიერ-მინისტრისგან და განსაკუთრებული უფლებები, მოვახდინოთ კოორდინაცია ყველა სხვა უწყებაში, იგულისხმება როგორც ცენტრალური ხელისუფლების უწყებები, ასევე თვითმმართველობები. ამისთვის შემოღებულ იქნა მინისტრის მოადგილის სპეციალური პოსტი, სადაც დღეს პრემიერის გადაწყვეტილებით დაინიშნა ჩემი ახალი მოადგილე, ნიკოლოზ ალავიძე", - აღნიშნა მინისტრმა.

ნიკოლოზ ალავიძე საჯარო სექტორში ბიზნესიდან მოდის - ის შპს Altitude, Altihut 3.014-ის დამფუძნებელი, მმართველი პარტნიორი, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა 2015 წლის სექტემბრიდან დღემდე. ამასთან, მას აქვს კერძო სექტორში სხვა კომპანიებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, სხვადასხვა პერიოდში ის იყო Union Properties-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, "თიბისი ბანკის" რეგიონული კორპორატიული საბანკო ბიზნესის ხელმძღვანელი, შპს ვექტორული მართვის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი, „საქართველოს ბანკის" რეგიონული კორპორატიული საბანკო დეპარტამენტის უფროსი და ა.შ.

ნიკოლოზ ალავიძე 1994-2000 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა, აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ეკონომიკაში. 2012 – 2015 წლებში სწავლობდა -

Grenoble Graduate School of Management, გრენობლი, საფრანგეთი, მაგისტრის ხარისხი ინოვაციურ მენეჯმენტში.

რაც შეეხება დავით თვალაბეიშვილს, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, ის ენერგეტიკის სფეროში გამოცდილი ადამიანი, მაღალი კლასის პროფესიონალია. „ის კარგად ფლობს როგორც გაზის თემატიკას, ასევე ელექტროენერგიის სფეროს, ანუ კომპლექსური პროფესიონალია. მისი მთავარი დავალება იქნება, დააჩქაროს ენერგეტიკის სფეროში დაწყებული რეფორმები - ჩვენ ძალიან ამბიციურ რეფორმას ვახორციელებთ, რომლის ამოცანაცაა ჩვენი ენერგეტიკის ტრანსფორმაცია ევროპული ტიპის მწვანე ენერგეტიკად", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

დავით თვალაბეიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა, მანამდე კი საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი იყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42