თიბისი გალერეში, თიბისისა და დავით კაკაბაძის ფონდის ორგანიზებით, ქართველი მხატვრის, მეცნიერის, გამომგონებლისა დაქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის - დავით კაკაბაძის გამოფენა გაიხსნა, რომლითაც მხატვრის 130 წლის იუბილესაღსანიშნავი რამდენიმე ეტაპიანი, მასშტაბური პროექტი დაიწყო.
გამოფენაზე დავით კაკაბაძის ფონდის მიერ წარმოდგენილი ოჯახის არქივი სხვადასხვა მასალას მოიცავს. მათ შორის: ჩანახატებს, დოკუმენტებს, ჩანაწერებსა და ესკიზებს. ტრადიციული ექსპოზიციისგან განსხვავებით, გამოფენა სივრცის ქსელური აგებულებით მემკვიდრეობის აღქმის უხილავ პერსპექტივებს გვიშლის. ოჯახის არქივთან ერთად, რეტროსპექტივაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეის ფონდებში დაცული კოლექციები გამოიფინება.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდში დაცული 4 ნამუშევარი - „იმერეთი ომის დღეებში", „იმერეთის პეიზაჟი, მიტინგი", „ინდუსტრია" და „დამუშავება სვანეთში" თიბისი დაზღვევის (Tbcinsurance.ge) დახმარებით გამოიფინა. ნამუშევრები სადაზღვევო კომპანიამ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დააზღვია.
გამოფენის მიზანია, კაკაბაძის არქივის კვლევაზე დაყრდნობით ისტორიის მეთოდოლოგიურად გაშუქება, მეხსიერებისა და ახალინარატივების გააქტიურება. კოლექციის მრავალფეროვნება დავით კაკაბაძეს წარმოაჩენს, როგორც მკვლევარს, მეცნიერსა და მკაფიო ეროვნული იდენტობის მქონე ხელოვანს.
მხატვრის საიუბილეო პროექტი კულტურული მოვლენების ციკლს მოიცავს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და რომლის ფარგლებშიც აკადემიურ და თანამედროვე ხელოვნების გამოფენებთან ერთად, საგანმანათლებლო პროგრამაცაა დაგეგმილი.
პროექტის ფარგლებში, საზოგადოება დავით კაკაბაძეს გაიცნობს არა მხოლოდ როგორც მხატვარს, არამედ როგორც საქართველოშიერთ-ერთ პირველ ხელოვნებათმცოდნეს, ფოტოგრაფს, ოპერატორს, რეჟისორს, მეცნიერსა და სტერეოკინოს სპეციალისტს.შესაბამისად, პროექტის ძირითადი ფოკუსი ხელოვნება, წარმოება და მეცნიერებაა. ამ სამი მიმართულების გაერთიანებით, პროექტისფარგლებში, თანამედროვე ხელოვნებისათვის საჭირო და აუცილებელი დისკურსი და ინტერდისციპლინარული სარჩულებიშეიქმნება.
თიბისი გალერეაში წარმოდგენილი რეტროსპექტივის პარალელურად, საუკუნის წინანდელი კაკაბაძის მემკვიდრეობა ტექნოლოგიურად სრულიად ახალ ფორმატებში გაცოცხლდება და თანამედროვე შინაარსით დაიტვირთება. 18 მაისიდან, თიბისი არტ გალერეა მულტიმედია პროექტს უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც, ახალგაზრდა არტისტები - ნიკოლოზ კაპანაძე, მარიამ აქულაშვილი და დიმიტრი შუბითიძე კაკაბაძის კონცეფციების ინსპირაციით, ადამიანისა და სინათლის ინტერაქციის კვლევის მიზნით ციფრულ მედიაში აუდიოვიზუალურ, სივრცით ინსტალაციებს შექმნიან.
18 მაისს საიუბლეო პროექტის ფარგლებში გამოცემული კატალოგის პრეზენტაციაც შედგება, რომელიც სამეცნიერო ჯგუფის კვლევებსადა ახალ ხედვებს გააერთიანებს. არატრადიციული კატალოგის მიზანია დავით კაკაბაძის, როგორც მკლევარისა და მეცნიერის წარმოჩენა და საზოგადოებისათვის მისი შემოქმედების დღესდღეობით ნაკლებად ცნობილი მიმართულებების გაცნობა.
პარალელურად 17-20 მაისს თბილისის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობის (TAF) ფარგლებში, „ექსპო ჯორჯია"-ს ტერიტორიაზე, დავით კაკაბაძის სამეცნიერო ნაშრომები და კვლევები იქნება წარმოდგენილი.
საიუბილეო ღონისძიებათა სერიის კიდევ ერთი ნაწილი თიბისის სახელოვნებო პლატფორმა - „პროექტი 12"-ია. რუსთაველის გამზირზე ახალ სახელოვნებო სივრცეში პროექტის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები და კვლევები 3 თვის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი.
დავით კაკაბაძის ფონდი პროექტის ფარგლებში შექმნის არქივს, რომელიც გააერთიანებს როგორც ოჯახში არსებულ დოკუმენტაციას, ასევე საიუბილეო წლის განმავლობაში შექმნილ, სხვადასხვა შექმომედებითი პროცესის ამსახველ მასალებს. კაკაბაძის ფონდის მიზანია, მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა მუზეუმსა და თეატრში დაცული კაკაბაძის ნამუშევრების კოლექციების სრული გაციფრულება, რაც ფართო საზოგადოებას შემოქმედის მემკვიდრეობასთან ღია და თანამედროვე გზით წვდომის საშუალებას მისცემს.
დავით კაკაბაძე საქართველოში და საფრანგეთში არაერთი სახელოვნებო და სამეცნიერო პროექტის ინიციატორი იყო. მუშაობდა ელექტროტექნიკურ ექსპერიმენტებზე, სტერეოკინო-აპარატის შექმნასა და კინოს გამომსახველობითი საშუალებების დახვეწაზე. ელექტრონულ ნათებასა და სინათლის სხივს კი ამ ექსპერიმენტებში წამყვანი ადგილი ეკავა. მან პირველმა დაიწყო ხელოვნებისა და წარმოების სინთეზის შესახებ საუბარი და ამ კონტექსტში აბსტრაქტული ტილოები, კოლაჟები და სტალინის სამგანზომილებიანი (3D) ლაითარტი შექმნა.
დავით კაკაბაძე დაინტერესებული იყო შუა საუკუნეების ქართული ხელოვნებით, ეთნოგრაფიით, რენესანსით, ჩინური და იაპონური ხელოვნებით, კუბიზმით, ფუტურიზმითა და სხვა მიმდინარეობებით. მისი მსოფლმხედველობა ტრადიციასა და ახალ ინფორმაციას ერთ კონტექსტში უყრიდა თავს. აღმოსავლური და დასავლური ღირებულებების გაერთიანებით, მან უნიკალური ქართული ნიმუშები შექმნა. სწორედ ამიტომ, კაკაბაძის მემკვიდრეობა დღესაც, გლობალურ კულტურაში, თანამედროვე ადამიანის ორიენტირს წარმოადგენს.
მასალის გამოყენების პირობები