თბილისს დღეიდან მწვანე ფერის ავტობუსები მოემსახურება
პოლიტიკა - 10:36, 13 May, 2019     882

ახალი, მწვანე ავტობუსები მგზავრებს დღეიდან მოემსახურებიან. პირველ ეტაპზე ისინი N85 და N95 მარშრუტებზე იმოძრავებენ.

მუხიანის დასახლებიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავ N95 მარშრუტზე 8 ავტობუსი განაწილდება, ხოლო N85 მარშრუტზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს წრიულად ემსახურება, 4 ავტობუსი.

23 მაისიდან ახალი ავტობუსებით ჩანაცვლდება N50, N55 და N71 მარშრუტებზე მოძრავი, მოძველებული ტრანსპორტიც. N50-ზე - 8 ერთეული, N55-ზე - 10 ერთეული და N71-ზე კი - 9 ერთეული ავტობუსი იმოძრავებს. სამივე მარშრუტი დედაქალაქის გარეუბნებს ბარათაშვილის ქუჩასთან აკავშირებს: N50 ვაზისუბნიდან, N55 - წმ. ბარბარეს უბნიდან, ხოლო N71 - ვარკეთილიდან მოძრაობს.

აღსანიშნავია, რომ სამივე მარშრუტი მცირედით შეიცვლება: ისინი გორგასლის ქუჩიდან აუხვევენ კოტე აფხაზის (ყოფ. ლესელიძის) ქუჩაზე, გაივლიან თავისუფლების მოედანსა და ბარათაშვილზე „კონკასთან“ გაჩერდებიან. ამასთანავე, აფხაზის ქუჩაზე ავტობუსების გაჩერებები განისაზღვრება.

თბილისისათვის ოთხმოცდაათივე ავტობუსის მიწოდების შემდეგ, „ევრო 6“ სტანდარტის ავტობუსები ასევე გადანაწილდებიან N3, N15, N33, N54 და N79 მარშრუტებზე.

N85 მარშრუტი მოძრაობს წრიულად ვაკესა და საბურთალოზე. გაივლის: ჭავჭავაძის გამზირს, თამარაშვილის ქუჩას, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებს, გმირთა მოედანს და ვარაზისხევის ქუჩით კვლავ ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდება.

N95 - მოძრაობს მუხიანის მე-3 მიკრორაიონიდან ბარათაშვილის ქუჩამდე. გაივლის: დუმბაძის, ნონეშვილის, გობრონიძის, ისაკიანის, ანაპის 414-ე დივიზიის, ჩარგლისა და გუდამაყრის ქუჩებს, გურამიშვილის გამზირს, ცოტნე დადიანისა და ივანე ჯავახიშვილის ქუჩებს, ზაარბრიუკენის მოედანს, საიდანაც მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩაზე ასრულებს.

N50 - მოძრაობს ვაზისუბნის მე-3 მიკრორაიონიდან ბარათაშვილის ქუჩამდე. გაივლის: პატარიძის, დავითაიას, პეტეფისა და 17 შინდისელი გმირის ქუჩებს, მეტროსადგურ „ვარკეთილს“, ჯავახეთის ქუჩას, მოსკოვისა და ქეთევან დედოფლის გამზირებს, ჰოლბრუკის (ყოფ. ნავთლუღის), გულუასა და გორგასლის ქუჩებს, საიდანაც დაუკავშირდება ლესელიძის ქუჩას, ხოლო შემდგომ - თავისუფლების მოედანს და ბარათაშვილის ქუჩას.

N55 - მოძრაობს წმ. ბარბარეს უბნიდან ბარათაშვილის ქუჩამდე. გაივლის: წმ. ბარბარეს უბანს, გარდაბნის გზატკეცილს, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩას, გაბრიელ სალოსის გამზირს, გულუასა და და გორგასლის ქუჩებს, საიდანაც დაუკავშირდება ლესელიძის ქუჩას, ხოლო შემდგომ თავისუფლების მოედანსა და ბარათაშვილის ქუჩას.

N71 მოძრაობს ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონიდან ბარათაშვილის ქუჩამდე. გაივლის: თაყაიშვილის ქუჩას, ხომლელის ქუჩას, თრიალეთის ქუჩას, ჯავახეთის ქუჩას, კახეთის გზატკეცილს, საიდანაც მეტროსადგურ „ისანთან“ ჩაუხვევს, შემდგომ გაივლის ჰოლბრუკის (ყოფ. ნავთლუღის), გულუასა და და გორგასლის ქუჩებს, საიდანაც დაუკავშირდება ლესელიძის ქუჩას, აქედან კი თავისუფლების მოედანსა და ბარათაშვილის ქუჩას.

N3 - მოძრაობს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ პაიჭაძის ქუჩამდე. გაივლის: მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრს“, გობრონიძის, ანაპის 414-ე დივიზიის, შეშელიძის, ბელიაშვილის, ლუბლიანასა და პაიჭაძის ქუჩებს.

N15 - მოძრაობს დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონიდან სადგურის მოედნამდე. გაივლის: დემეტრე თავდადებულის, არჩილ მეფის, მეფე მირიანის, პეტრე იბერისა და იოანე პეტრიწის ქუჩებს, ფარნავაზ მეფის გამზირს, ბალანჩინის ქუჩას, აღმაშენებლის ხეივანს, რობაქიძის, წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს და მოძრაობას სადგურის მოედანზე ასრულებს.

N33 - მოძრაობს გლდანის მე-7 და მე-8 მიკრორაიონებიდან ბარათაშვილის ქუჩამდე. გაივლის: ხიზანიშვილის, ვასაძისა და ქერჩის ქუჩებს, გურამიშვილის გამზირს, ერისთავის ქუჩას, წერეთლის გამზირს, აღმაშენებლის გამზირს, მარჯანიშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩებს, რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანსა და ბარათაშვილის ქუჩას.

N54 - მოძრაობს დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონიდან უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსამდე. გაივლის: დემეტრე თავდადებულის, არჩილ მეფის, მეფე მირიანის, პეტრე იბერისა და იოანე პეტრიწის ქუჩებს, ფარნავაზ მეფის გამზირს, ბალანჩინის, ქუჩას, აღმაშენებლის ხეივანს, მარშალ გელოვანის გამზირს, გაგარინის ქუჩას, ვაჟა-ფშაველას გამზირს, სანდრო ეულის ქუჩას და მოძრაობას უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან დაასრულებს.

N79 - მოძრაობს მუხიანის მე-3 მიკრორაიონიდან მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრამდე“. გაივლის: დუმბაძის, ნონეშვილისა და გობრონიძის ქუჩებს და მოძრაობას მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ ასრულებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42