"როგორც ჩანს, არ იყო საკმარისი ანალიზი და მივიღეთ სამწუხარო შედეგი" - გიორგი გახარია პანკისზე
პოლიტიკა - 16:19, 10 May, 2019     1360

პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ დაპირისპირება სამწუხარო ფაქტია და სამინისტრომ ვერ შეძლო საკმარისი ანალიზის გაკეთება.

"მე ვთქვი პარლამენტის ტრიბუნიდან და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ როგორც ჩანს სხვადასხვა უწყების მიერ, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდანაც არ იყო საკმარისი ანალიზი და მივიღეთ ის შედეგი, რომელიც სამწუხაროა და არ უნდა მიგვეღო. რაც შეეხება ინვესტორის ინტერესებს, რა თქმა უნდა ჩვენი პირველი ნაბიჯები განსაზღვრული და განპირობებული იყო არა ინვესტორის ინტერესების დაცვიდან, არამედ ინვესტორის თანამშრომლების დაცვიდან გამომდინარე და უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის გარანტიიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ მე ადრე წარმოვადგენდი ეკონომიკის სამინისტროს, დღეს წარმოვადგენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და რა კრიტერიუმებით და რა პირობებში უნდა აშენდეს ჰესი, ან არ უნდა აშენდეს - ეს არ არის ჩემი კომპეტენცია, ამ კომპეტენციაში მე არ შევალ. შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილება გახლავთ ის, რომ იქ სადაც არსებობს სახელმწიფოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა და მშენებელი იწყებს ფუნქციონირებას, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიცვას მართლწესრიგი და ამ ხალხის უსაფრთხოება. ეს არის ჩვენი ამოცანა, რასაც ჩვენ ვასრულებდით იმ დღეს იქ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ პასუხისმგებლობა ყველას თავისი სეგმენტის ნაწილში აქვს, ჩვენ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს და როგორც ჩანს, ჩვენ ნაწილშიც არასაკმარისი ანალიზი იყო გაკეთებული. ჩვენ მართლწესრიგის პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენი ინტერესიდან გამომდინარე, ვაანალიზებთ ყველაფერს, როდის დაიწყო, როგორ მოხდა, რა მოხდა. აქ არ არის საუბარი ერთ დღეზე, აქ საუბარია ყველაფერ იმაზე რაც ამას უსწრებდა წინ. 4 თვე, ერთი წელი, წელიწად-ნახევარი და ამ დასკვნებს ჩვენ წარვუდგენთ როგორც საზოგადოებას, ისე ჩვენს კოლეგებს" - აღნიშნა გიორგი გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42