"ეს პერიოდი ჩემი ჯანმრთელობის რეაბილიტაციას მოვახმარე"- გვენეტაძე თანამდებობიდან წასვლისა და კონფლიქტების მიზეზებზე ალაპარაკდა
პოლიტიკა - 16:17, 10 May, 2019     878
უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ, ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, დღეს ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. გვენეტაძე ზეწოლა უარყო და ამბობს, რომ თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დატოვა.

უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ უპასუხოდ დატოვა კითხვა, - გახდა თუ არა თავის დროზე შანტაჟის მსხვერპლი და ვინ აიძულა პოსტი დაეტოვებინა, თუმცა არ უარყვია კონფლიქტები, რომელზეც მისი თანაშემწე საუბრობდა.

„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარის და აქტიური მოსამართლის პოზიციის განხორციელება ძალიან დიდ ძალისხმევას ითხოვდა, რამაც რეალური ასახვა ჰპოვა ჩემს ჯანმრთელობაზე. ამდენად, მე დამჭირდა დრო სარეაბილიტაციოდ. განცხადებაც, რომელიც წერილობით გავაკეთე აბსოლუტურად დეტალურად შეიცავდა ამ ინფორმაციას. მე არ ვიცი რატომ არ არის თქვენთვის ეს განცხადება სარწმუნო. ეს პერიოდი მოვახმარე ჩემი ჯანმრთელობის რეაბილიტაციას. დღეს მაქვს უნარიც და ჯანმრთელობის მდგომარეობაც მიწყობს ხელს, რომ აკადემიური და საგანმანათლებლო საქმიანობა განვახორციელო. არავითარი ზეწოლა ჩემზე არ განხორციელებულა. მე მყარი საკონსტიტუციო ვადით ვიყავი გამწესებული უზენაეს სასამართლოში და არავითარი ზეწოლა არ ყოფილა.

მე ვიცნობ ჩემი ყოფილი თანაშემწის განცხადებებს, მას აქვს მოსაზრებები, რომლებიც გარკვეულ საკითხთან მიმართებაში აზრთა სხვადასხვაობისას ბუნებრივია იწვევდა განსხვავებულ და ხშირად კონფლიქტურ სიტუაციებს და თუ მე მეკითხებით და ჩემი აზრიც გაინტერესებთ, ჩემმა თანაშემწემ საკმაოდ სწრაფად დატოვა შემდეგ ის პოზიცია, რომელსაც ჩვენ ერთად ვახორციელებდით და ამის შემდეგ საერთოდ სასამართლო ხელისუფლება, მართლმსაჯულების რეფორმის ეტაპები, კოლეგიურ ორგანოში მოღვაწეობა, როგორიც იუსტიციის საბჭოში, წარმოშობდა კონფლიქტებსაც, წინააღმდეგობრივ აზრებსაც, შეუთანხმლებლობასაც, ეს პროცესი იყო სამუშაო, რომლის მთავარი მიზანი იყო დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების უზრუნველყოფა. ამდენად, მას თავისი შეხედულებები აქვს და თავისი ეთიკური სტანდარტი ამ საკითხთან მიმართებაში და საუბრობს ის, რაც იცის ან ნახა,“- განაცხადა ნინო გვენეტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42