საფრანგეთის ქალაქებში გამგზავრების მსურველებს საქართველოს აეროპორტებში ფრანგული საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლები, ხოლო საფრანგეთის აეროპორტებში – ქართული საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლები შეამოწმებენ. ფრანგულ და ქართულ მხარეებს შორის ხელშეკრულება დღეს გაფორმდა. ამის შესახებ დღეს საქართველო-საფრანგეთის შს მინისტრების პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.
საქართველოს შს მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, აღნიშნული ღონისძიება პრევენციის მიზნით იქნება გატარებული.
„საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები, როგორც საფრანგეთიდან იქნებიან საქართველოში წარმოდგენილები, ასევე ქართული საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები იქნებიან საფრანგეთში, იმ ქალაქებში, სადაც იქნება პირდაპირი ფრენები. იმისთვის, რომ ჩვენ წინასწარ მოვახერხოთ იმ რისკების შეფასება, რომელიც შეიძლება არსებობდეს შემდგომ თავშესაფრის მოთხოვნის კონტექსტში. ძირითადი ნაწილი აქ არის პრევენციაზე მუშაობა.“ - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






