ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში ოპოზიციის წარმომადგენლებს პროვოკაციები მოუწყეს.
გაერთიანებული ოპოზიცია - „ძალა ერთობაშიას“ მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის მხადრდასაჭერად ოპოზიცია კარდაკარს ატარებდა, რა დროსაც მათ დაუპირისპირდნენ.
ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, მათი პროვოკაციაზე წამოგება სუს-ის თანამშრომლებმა სცადეს. ასევე აცხადებენ, რომ ადგილზე იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ კანდიდატის გეგა შენგელიას შტაბის წევრებიც, რომლებიც ასევე ცდილობდნენ მათ საქმიანობაში ჩარევას.
ოპოზიციის წევრებმა ადგილზე დააფიქსირეს სოფლის გამგეობის თანამშრომელი, რომელიც მათი თქმით ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო და ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას. ზურაბ ვახანიას სამართალდამცავებმა შეჩერება სთხოვეს, თუმცა, ის მათ მოთხოვნას არ დაემორჩილა და ტერიტორია დატოვა.
აღსანიშნავია, რომ ადგილი ჰქონდა ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ ფიზიკური შეურაცყოფის მცდელობას.
მასალის გამოყენების პირობები






