"საფრანგეთში ოფიციალურად გვეყოლება საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები" - გიორგი გახარია
პოლიტიკა - 12:22, 10 May, 2019     797
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ადასტურებს, რომ საფრანგეთთან მიმართებაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გაზრდილია. როგორც გიორგი გახარიამ ფრანგ კოლეგასთან კრისტოფ კასტანერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებით ევროპელი კოლეგების კითხვებს საქართველოს ხელისუფლება სრული პასუხისმგებლობით აღვიქვამს და დარწმუნებულია, რომ ერთობლივი მუშაობით ეს ციფრები შემცირდება.


მინისტრის თქმით, თავშესაფრის მაძიებელტა რაოდენობის ზრდის ახსნა ბევრი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს და არსებობს კონკრეტული გეგმა.

„რა თქმა უნდა, მეც ვადასტურებ, რომ საფრანგეთთან მიმართებაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობაში გვაქვს ზრდა. ეს ფაქტია, ეს არის ჩვეულებრივი სტატისტიკა. ამის ახსნა შეიძლება ბევრი სხვადასხვა მიზეზით. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანიარის ის, რომ ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ, გვაქვს კონკრეტული გეგმა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ეს გეგმა იქნება შედეგიანი ისევე, როგორც მსგავსი გეგმები ჩვენ განვახორციელეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან და იქ პოზიტიური შედეგი უკვე გვაქვს.

საფრთანგეთთან მიმართებაში, ისტორიულად ჩვენი სიახლოვე საქართველო-საფრანგეთს შორის, თუნდაც კულტურის მიმართულებით, არის დამატებითი მოტივი, რომ თუნდაც დამატებითი ნაკადი ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ცოტათი უფრო მაღალია. ამას ჩვენი მხრიდანაც სჭირდება შესაბამისი პასუხი, როგორც მეტი ორგანიზებულობა, მეტი კონცენტრაცია, რაც ჩვენ დღეს დავნერგეთ და საფრანგეთი იქნება პირველი ქვეყანა, სადაც ოფიციალურად გვეყოლება ჩვენი საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები. ამას ვაკეთებთ, რადგან ვხედავთ, საფრანგეთთან მიმართებაში გვჭირდება განსაკუთრებული ნაბიჯების გადადგმა, რასაც დღეის მდგომარეობით უკვე ვაკეთებთ.

თავშესაფრის მაძიებლების ზრდა, მას შემდეგ, რაც საქართველომ ბუნებრივად დაიმსახურა და აბსოლუტურად დამსახურებულად მიიღო თავისუფალი მიმოსვლა, იყო ბუნებრივად მოსალოდნელი პროცესი. ჩვენ სრული პასუხისმგებლობით აღვიქვამთ ჩვენი ევროპელი კოლეგების კითხვებს ამ მიმართებაში და ერთობლივად ვმუშობთ და დარწმუნებული ვართ, ერთობლივი მუშაობით, ამ მონაცემებს, ამ ციფრებს შევამცირებთ.“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42