"საქართველოს მოქალაქეების მიერ საფრანგეთში ჩადენილი დანაშაულის გამოძიებაში ქართველი სამართალდამცველებიც ჩაერთვებიან“- გიორგი გახარია
პოლიტიკა - 11:54, 10 May, 2019     742
საქართველოს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი კრისტოფ კასტანერი სტუმრობს. ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გიორგი გახარიამ საქართველოსა და საფრანგეთის თანამშრომლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ხელს შეუწყობს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტური გახდეს. გახარიას თქმით, საუბარი ასევე შეეხო თავშესაფრის მაძიებელთა პრობლემის გადაწყვეტის მექანიზმებს.

„განვიხილეთ ის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ჩვენს ქვეყნებს შორის წარმატებულ წინსვლას. რა თქმა უნდა, მადლობა გადავუხადეთ ჩვენს კოლეგებს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც საფრანგეთი უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ვისაუბრეთ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაზე, ასევე თავშესაფრის მაძიებელთა პრობლემის გადაწყვეტის მექანიზმებზე. უვიზო მიმოსვლა არის საქართველოს ყველაზე დიდი მიღწევა და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების და უსაფრთხოების თემები. მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას, რომელიც ხელს შეუწყობს ეს ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტური გახდეს. საქართველოს ორი ოფიცერი ჩართული იქნება ფრანგული პოლიციის გამოძიების პროცესში განსაკუთრებით, როცა საქართველოს მოქალაქეები ჩადიან დანაშაულს საფრანგეთის ტერიტორიაზე. განვიხილეთ ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს უკვე გადადგა. ვისაუბრეთ უსაფრთხოების ნაწილში თანამშრომლობაზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის. საქართველოს მთავრობის მზადყოფნაა, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯები, რათა ერთად შევძლოთ თავშესაფრის მაძიებელთა საკითხის გადაწყვეტა, ერთად დავამარცხოთ ორგანიზებული დანაშაული და ერთად ვიზრუნოთ ქვეყნების უსაფრთხოებაზე. საქართველოსა და თბილისში შსს ყოველთვის ღიაა თანამშრომლობისა და წინსვლისთვის.“- განაცხადა გიორგი გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42