უარი ძერწვაზე და „რა? სად? როდის?“-ში მონაწილეობაზე - „სოციალური ურჩობისთვის“ დასჯილი მერაბიშვილი და „უდოს“ კომისიის უარი გათავისუფლებაზე
პოლიტიკა - 21:06, 13 May, 2019     1667
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივმა საბჭომ 11 აპრილს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი განიხილა და მსჯავრდებულს ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა. როგორც საბჭოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, საბჭო მიიჩნევს, რომ არ მომხდარა მსჯავრდებული ივანე მერაბიშვილის რესოციალიზაცია და არ შეცვლილა მისი დამოკიდებულება მის მიერ ჩადენილი არც ერთი დანაშაულის მიმართ.


საბჭოს გადაწყვეტილებაში, რომელიც "ნიუპოსტმა" მოიპოვა, მოყვანილია სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის დასკვენები სადაც გაწერილია თუ რა დამოკიდებულებები აქვს მსჯავრდებულს, მათი თქმით, მერაბიშვილი გრძნობს მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რადგან მისი განმარტებით პოლიტიკური ლიდერი ვალდებულია პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე, თუმცა არ გრძნობს პასუხისმგებლობას ჩადენილი დანაშაულის გამო.

უწყება ყოფილი პრემიერის ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის დამატებით მიზეზებს ეძებს და მისი არშემდგარი რესოციალიზაციის დასამტკიცებლად ვანო მერაბიშვილის მიერ გამოვლენილ „ურჩობაზე“ საუბრობს და აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილი მონაწილეობას არ იღებდა სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში, მაგალითად კი ძერწვის კონკურსები და ინტელექტუალური თამაშები მოჰყავს.

დასკვნაში მითითებულია, რომ #9 პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის განმავლობაში, მსჯავრდებულს არაერთხელ შესთავაზეს სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში მონაწილეობა, თუმცა ყოველ ჯერზე უარს აცხადებდა, ამის მაგალითად კი მოყვანილია ის რომ მერაბიშვილმა არ დაწერა საშობაო თემასთან დაკავშირებით წერილი ან ესსე, არ მიიღო მონაწილეობა ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ , არ მიიღო მონაწილეობა ხელოვნების კონკურსში, რომელიც სხვადასხვა მასალით ნამუშევრების დამზადებას ითვალისწინებდა და არ მიიღო მონაწილეობა სპორტულ შეჯიბრებებში.

ადვოკატები ვადამდე გათავისუფლების მორიგ უარს, უახლოეს დღეებში სასამართლოში გაასაჩივრებენ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართვლობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების- სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო - გადაწყვეტილება #01/19-0389 (1 ნაწილი) (2 ნაწილი)





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42