პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სუს-ში უმძმესი დანაშაულის დაგეგმვის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის პრევენციაც უწყებამ მოახდინა, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია და შემდგომი მოქმედებების წარმართვა უწყების კომპეტენციაა:
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ბრიფინგზე მოვისმინეთ, რომ იგეგმებოდა სავარაუდოდ უმძიმესი დანაშაულის ჩადენა და სუს-მა მოახდინა აღნიშნულის პრევენცია. რაც შეეხება კონკრეტულ მტკიცებულებებს, ეს არის კონკრეტული უწყების პრეროგატივა, დაველოდოთ კონკრეტულ ქმედებებს. ჩემი ინფორმაციით, გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. უწყების პრეროგატივაა, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით, როგორ და რანაირად წარმართავს შემდეგ ამ პროცესს“, – განაცხადა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 7 მაისს გაავრცელა აუდიოჩანაწერი, სადაც უწყების მტკიცებით მაჩალიკაშვილი თავის ძმისშვილს სოსო გოგაშვილის თვალთვალს ავალებს, აღნიშნული კი ტერორისტული აქტის მომზადბის მცდელობად შეაფასეს.
მასალის გამოყენების პირობები






