შეჭრა საქართველოში და ტერიტორიების ოკუპაცია- რუსეთისგან მომავალი მზარდი საფრთხეების შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის ვრცელი ანგარიში სენატს
პოლიტიკა - 11:12, 10 May, 2019     1798
აშშ-ის სენატის ასიგნებების კომიტეტზე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ 2020 ფისკალური წლისათვის მოთხოვნილი ბიუჯეტის განხილვისას, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი პატრიკ შენაჰანის და გაერთიანებული შტაბის მეთაური გენერალი დანფორდის წერილობით ანგარიშში რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრისას რუსეთის მხირდან 2008 წელს საქართველოში შეჭრასა და ტერიტორიების ოკუპაციაზეა საუბარი - ინფორმაციას ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მოხსენებაში ვრცლად არის საუბარი აშშ-ის ახალ თავდაცვის სტრატეგიაზე, რუსეთისგან მომავალ მზარდ საფრთხეებზე, ამერიკის პარტნიორების როლზე და აშშ-ის საჭიროებებზე. ხაზგასმულია რუსეთის სამხედრო შესაძებლობების მოდერნიზაციის ტენდენცია, აგრეთვე რუსეთის მიერ საზღვრებს მიღმა სამხედრო ძალის გამოყენების ფაქტები, მათ შორის მეზობელი ქვეყნების მიმართ და ასევე სხვა ქვეყნების სუვერენული დემოკრატიული პროცესების ხელისშეშლის მცდელობები. მათ შორის აღნიშნულია, რომ რუსეთი აშკარად ცდილობს მსოფლიო გეოგრაფიის შეცვლას, და მოსკოვის მიერ სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის ხელყოფის თვალსაჩინო მაგალითია რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოში შეჭრა და საქართველოს ტერიტორიის მიმდინარე ოკუპაცია.

არსებული ვითარების საპირწონედ დეპარტამენტი აშშ-ის სამი მთავარი მიმართულებას განოყოფს - სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება, ალიანსებსა და პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერება, თავდაცვის დეპარტამენტის რეფორმა. გენერალმა დანფორდმა ასევე ისაუბრა რუსეთის ასიმეტრიულ საფრთხეებზე და შესაძლებობებზე, მათ შორის საინფორმაციო, კიბერ და არაკონვენციურ ოპერაციებზე, რომელთაც რუსეთი იყენებს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ბერკეტებთან ერთად, რათა მოიპოვოს უპირატესობა და მიაღწიოს დასახულ მიზნებს მსოფლიო არენაზე. გენერალმა ასევე ახსენა რუსეთის რევანშისტული ქმედებები საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის მიერ ევროპასა და აშშ-ში დემოკრატიის შესუსტების მცდელობები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42