ადვოკატების თქმით, ავთანდილ სოფრომაძე ამ ფორმით ციხის ადმინისტრაციის მხრიდან მუქარას, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას აპროტესტებს.
„მსჯავრდებულის განმარტებით, მის მიმართ ხორციელდება არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. იგი არაერთხელ იქნა მოთავსებული დეესკალაციის ოთახში ყოვლად უსაფუძვლოდ. ამასთანავე მსჯავრდებულის განმარტებით, მის მიმართ აქვს მუქარას ადმინისტრაციის მხრიდან ადგილი. კერძოდ სასჯელის დამატების მუქარებია. მან მაჩვენა სხეულზე მაკრატლით მიყენებული დაზიანება. თვითდაზიანება მიიყენა პროტესტის ნიშნად. გუშინაც როდესაც მოვინახულე მსჯავრდებული იმყოფებოდა ისევ იმ მდგომარეობაში. კერძოდ, რკინის სხეული, მაკრატელი ისევ ორგანიზმში ჰქონდა,“- განაცხადა ადვოკატმა კახა სინჯიკაშილმა.
პატიმარ ავთანდილ სოფრომაძის ოჯახის წევრები სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. ისინი დღეს 16:00 საათისთვის აპირებენ შეკრებას. მთავარი მოთხოვნა, პატიმრის სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა.
„ზეწოლა არის ავთოს მიმართ. არის დამამცირებელი მოპყრობა უფროსობისგან,ბატონი შოთა ტრაპაიძისგან, მისი მოადგილეებისგან. არ გავჩერდები,თბილისში ვატარებთ აქციას მოგვაქციონ ყურადღება,ჩვენ იმისთვის ვიბრძოდით და ოცნება იმიტომ მოვიყვანეთ,რომ ასეთი რაღაცეები არ მომხდარიყო. მაქვს მოთხოვნა რომ შეწყდეს ასეთი ზეწოლა და ასეთი დამამცირებელი მოპყრობა,“-განაცხადა ავთანდილ სოფრომაძის დედამ ირმა სუთიძემ.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტში პატიმრის მიერ თვითდაზიანების მიყენების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა უწყებაში ციხის ადმინისტრაციის მხრიდან რაიმე სახის ზეწოლას, გამორიცხავენ.
მასალის გამოყენების პირობები






