პროკურატურის ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილს საკნიდან გაყვანის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხავენ.
როგორც მერაბიშვილის უფლებადამცველმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, გამოკითხვით არაფერი იცვლება, რადგან პროკურატურამ ფაქტის გამოსაძიებლად არაფერი გააკეთა.
„დამიკავშირდნენ დღეს და მითხრეს, რომ მზად არიან, მოახდინონ მისი გამოკითხვა, როგორც მოწმის. რომ გითხრათ, ეს რაიმეს ცვლის, არ ცვლის იმიტომ, რომ ხელისუფლების პოზიცია დღემდეც არის, რომ მათ წარადგინეს სტრასბურგში შემდეგი სახის პოზიცია, რომ გამოძიება ჩაატარეს და მერაბიშვილის გაყვანის ფაქტი არ დადასტურდა. პირდაპირ მიუთითა ხელისუფლებას მინისტრთა კომიტეტმა, რომ მოახდინოს იმ პირთა იდენტიფიცირება, ვინც მერაბიშვილი გაიყვანა ციხიდან და ახდენდა მასზე ზეწოლას. ვითხოვდით დაზარალებულად ცნობას, მის დამატებით დაკითხვას, როგორც დაზარალებულის. ვითხოვდით მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას, რომელიც ხელისუფლებამ და პროკურატურამ განზრახ, გამიზნულად არ ჩაატარა" - აღნიშნა ადვოკატმა.
მასალის გამოყენების პირობები






