"შეიქმნება სპეციალური ელექტრონული პლატფორმა, სადაც ნებისმიერ მეცნიერ-ეკონომისტსა და ექსპერტს შეეძლება შემოგვიერთდეს" - ნათია თურნავა
პოლიტიკა - 20:05, 09 May, 2019     619

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, სპეციალური ელექტრონული პლატფორმა შეიქმნება, სადაც ეკონომიკის დარგის სპეციალისტებსა და ექსპერტებს საკუთარი მოსაზრებების გაზიარება-დაფიქსირება შეეძლებათ. ეს განცხადება ნათია თურნავამ მეცნიერ-ეკონომისტებსა და ეკონომიკურ ექსპერტებთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მინისტრმა შეხვედრა შეაფასა, როგორც ძალიან პროდუქტიული და აღნიშნა, რომ ეკონომიკის სფეროს სპეციალისტებთან კომუნიკაციას სამინისტრო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს, მათ შორის სპეციალური ელექტრონულ პლატფორმის საშუალებით. „შევთანხმდით, რომ ეს შეხვედრა ერთადერთი არ იქნება და კიდევ გაგრძელდება, მეტიც - ჩვენ შევქმნით სპეციალურ ელექტრონულ პლატფორმას, სადაც ნებისმიერ ეკონომისტ-მეცნიერს, ექსპერტს შესაძლებლობა ექნება, რომ შემოგვიერთდეს. ერთად ვიმუშაოთ სხვადასხვა დარგობრივ სტრატეგიებზე, მაგალითად, კაპიტალის ბაზრის სტრატეგიასა და სხვა მნიშვნელოვან დოკუმენტებზე და ამ რეჟიმში მოხდეს მოსაზრებების გაზიარება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, პლატფორმის საშუალებით მოხდება სამინისტროს მიერ მომზადებული ყველა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილების გატესტვა. „ვფიქრობთ, რომ დავეყრდნობით მეცნიერულ აზრს ყველა იმ საკანონმდებლო ცვლილებების გატესტვაში, რომლებიც ჩვენს მიერ იქნება მომზადებული", - აღნიშნა ნათია თურნავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42