ნინოწმინდაში 9 მაისთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე საბჭოთა სიმბოლოები გამოიტანეს და საბჭოთა სიმღერები შეასრულეს, რომელსაც პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ ენზელ მკოიანი ესწრებოდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ "ნიუპოსტთან" საუბარში განაცხადა, რომ მკოიანი საქართველოს პარლამენტის სირცხვილია, რომელიც უკვე ოკუპანტის სიმბოლიკით გვევლინება.
"ენზელ მკოიანის ადგილი არ არის პარლამენტში, ეს არის საქართველოს პარლამენტის სირცხვილი „ქართული ოცნების“ სტანდარტითაც კი, რაც მერწმუნეთ, რომ ძალიან დაბალი სტანდარტია. თავისთვად, ეს ადამიანი ის ვინც დააორგანიზა ძალადობა, გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წინააღმდეგ, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, უშუალოდ გასცა ეს დავალებები. მისი ძმა კი, უშუალოდ მონაწილეობდა ამ ძალადობაში და რა თქმა უნდა, მის წინააღმდეგ არანაირი საქმე არ აღძრულა, მეტიც პარლამენტის თავმჯდომარემ პირდაპირ ხელი დააფარა მას და წაახალისა ამით ძალადობა. ახლა უკვე ოკუპანტის სიმბოლიკით გვევლინება და ეს ადამიანი ნამდვილად არის საქართველოს პარლამენტის სირცხვილი“ - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.
მასალის გამოყენების პირობები






