ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მეცნიერ-ეკონომისტებსა და ეკონომიკის დარგის ექსპერტებს ხვდება
პოლიტიკა - 18:16, 09 May, 2019     639

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ეკონომიკის დარგის ექსპერტებსა და სპეციალისტებს საკუთარ ხედვებს, გეგმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებს აცნობს. როგორც ნათია თურნავამ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შექმნის სიცოცხლისუნარიან და შედეგზე ორიენტირებულ პლატფორმას მეცნიერ-ეკონომისტებთან და სხვადასხვა კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან თანამშრომლობისთვის.

„შეხვედრის მიზანია მაქსიმალურად გამოვიყენოთ თითოეული აქ დამსწრე ადამიანის ინტელექტუალური რესურსი და გამოცდილება ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობის ასამაღლებლად, ასევე ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებისა და პერსპექტივების ანალიზისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მიმაჩნია, რომ ქართველი ეკონომისტების აქტიური ჩართულობა ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში ამ პოლიტიკის სრულყოფის გარანტიაა", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ეკონომიკური ზრდის ყველა არსებული რესურსის გააქტიურება სიღარიბის დაძლევისა და ინკლუზიური ზრდის მისაღწევად, მისი სტრატეგიული ამოცანაა.

შეხვედრაზე მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა დეტალურად ისაუბრეს სამინისტროს მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და ტენდენციებსა და მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, რომლის მიზანსაც ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება, ინვესტიციების მოზიდვა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს. ასევე ყურადღება გამახვილდა გამოწვევებზე, რომლებიც მომდინარეობს საშინაო და საგარეო ფაქტორებიდან.

სამინისტროს მხრიდან გაკეთებული პრეზენტაციების შემდეგ, შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობს.

შეხვედრა მეცნიერ-ეკონომისტებთან და ეკონომიკის ექსპერტებთან უშუალოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინიციატივით იმართება და მას ასევე ესწრებიან მინისტრის მოადგილეები - ეკატერინე მიქაბაძე და გენადი არველაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42