გაერთიანებული ოპოზიცია საარჩევნო უბნებზე დარღვევებზე საუბრობს და ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს არჩევნების გაყალბებაში ამხელს (ვიდეო)
პოლიტიკა - 15:18, 09 May, 2019     1208
ზუგდიდში, საარჩევნო უბნებზე დარღვევებთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა.
ბეჟაშვილმა 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიასა და მის დაქვემდებარებაში მყოფი საარჩევნო კომისიების მიერ ჩადენილ დარღვევებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საოლქო კომისიაში 70-მდე საჩივარია შესული, თუმცა არც ერთ მათგანზე რეაგირება არ ყოფილა.

ოპოზიციის წარმომადგენელი ამბობს, რომ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი, რომელიც ცესკოს ხელმძღვანელებთან არის ნათესაურ კავშირში, საპრეზიდენტო არჩევნების მსგავსად მერის არჩევნებს გაყალბებას ცდილობს. მისი შეფასებით, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციაში "სრული ბარდაგია".
„პრაქტიკულად ყველა საარჩევნო უბანი მთელი დღის განმავლობაში არის დაკეტილი. ჩვენ გადმოგცემთ კონკრეტულ ინფორმაციას კონკრეტული უბნების მიხედვით და კონკრეტული თანამდებობის პირების მიხედვით, რომლებიც არ იმყოფებიან უბანზე, არადა კანონი ავალდებულებს მათ იმყოფებოდნენ საარჩევნო უბანზე... უმეტეს შემთხვევაში არ ფუნქციონირებენ საუბნო კომისიები და მათი ოთახები დაკეტილია, 85-ე უბანი არის ავტოფარეხში, არ იკეტება ჩამკეტით და საარჩევნო დოკუმენტაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები უმეთვალყურეოდ არის მიტოვებული. გამოკრულ საარჩევნო სიაში საჯარო მოხელეები მონიშნულია წერტილებით. მაღალი ალბათობით, ქართული ოცნების სხდომაზე მოინიშნეს საჯარო პირები. დაავიწყდათ, რომ ეს არის საარჩევნო სია და დარჩათ"- თქვა ბეჟაშვილმა. მისივე განცხადებით, ამავე უბანზე ამავე კომისიის სამუშაო ოთახები არის იმდაგვარად განლაგებული, რომ ამ ოთახით სარგებლობენ ოჯახის წევრები.
"ასევე კომისიის ზოგიერთი თავმჯდომარე, რომელიც ამავე დროს არის საჯარო მოხელე, ფეისბუკზე ეწევა გეგა შენგელიას საარჩევნო პროპაგანდას“- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, 15-ე უბანზე აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალა და „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო გაზეთები.
"აქ აღმოჩნდა საარჩევნო სუბიექტის, 41 ის სააგიტაციო მასალა. ბიძინა ივანიშვილის გაზეთი და ნაციონალური მოძრაობის საწინააღმდეგო საპროპაგანტო მასალა"- განაცხადა ენმ-ს წევრმა. მისი თქმით მერვე საარჩევნო უბნის თავმჯდომარეები აქტიურად უჭერენ საჯარო სივრცეში გეგა შენგელიას მხარს და აზიარებენ მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის საარჩევნო ნიუსებს.
"ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია არ ახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებას, უბნებია მიტოვებული, დაკეტილი, თავმჯდომარეები და მოადგილეები არ იღებენ ჩვენგან დოკუმენტაციას. ფაქტობრიბვად, მოქალაქეებს და პარტიებს არ ეძლევათ საქმიანობის საშუალება ამ კუთხით“, - აღნიშნა ბეჟაშვილმა. ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს ვიდეო მასალაც წარუდგინა.









მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42