„ნაციონალურ მოძრაობას“ სურს რევანში სასამართლოსთან მიმართებით“ – კობახიძის ბრალდებები ოპოზიციას
პოლიტიკა - 13:07, 09 May, 2019     625

თსუ-ის პრორექტორად ნინო გვენეტაძე დაინიშნა – აღნიშნულს ოპოზიციის რიგებში საკმაოდ კრიტიკულად აფასებენ, რასაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა და ყოველივეს პოლიტიკური სპეკულაციები უწოდა.

ირაკლი კობახიძემ გაიხსენა ისიც, რომ ნინო გვენეტაძე იყო იმ 9 მოსამართლიდან ერთ-ერთი, რომელმაც „რუსთავი -ის“ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. კობახიძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ოცნება, რომ სასამართლოზე გავლენა დაიბრუნოს, თუმცა ეს არ მოხდება.

„მე გახლავართ თსუ-ს პროფესორი და ძალიან მიხარია, რომ ის იქნება ჩემი კოლეგა. აქედან გამომდინარე, მთელი სულით და გულით ვულოცავ ქალბატონ ნინოს ამ თანამდებობის დაკავებას. რაც შეეხება სპეკულაციებს, ამას პასუხს ვერ გავცემ. მე ნინო გვენეტაძეც კლანის წევრი მეგონა იმიტომ, რომ მან „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიიღო იგივე გადაწყვეტილება, რაც დანარჩენმა რვა მოსამართლემ. მე მეგონა, რომ ნინო გვენეტაძეც კლანის წევრი იყო. ამ სპეკულაციების მიზანი არის ერთადერთი, რომ რამენაირად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხოს რევანში სასამართლოსთან მიმართებით.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა სრული კონტროლი სასამართლოზე, „რუსთავი 2"-ზე რჩება, თანდათანობით კარგავდა ამ გავლენას, ბოლოს დაკარგეს ეს გავლენა, როდესაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასამართლოს თავმჯდომარე ჩამოშორდა თავის თანამდებობას და არიან გამწარებულები და ვერ ეგუებიან, რომ სასამართლოზე არ აქვთ აღარანაირი ბერკეტი, შესაბამისად, აქვთ ერთადერთი ოცნება და ნატვრა, რომ რამენაირად, მინიმალურად მაინც დაიბრუნონ სასამართლოზე გავლენა, მაგრამ ამას „ნაცმოძრაობა“ ვერ ეღირსება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42