ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების კრიტიკული მოთხოვნა - საქართველოს ხელისუფლებამ საარჩევნო გარემო რადიკალურად უნდა შეცვალოს
პოლიტიკა - 22:59, 08 May, 2019     979
არჩევნებზე მასობრივი მოსყვიდვის, გაყალბებისთვის და ამომრჩეველთა დაშინებისთვის, მკაცრი გაფრთხილება საქართველოს ხელისუფლებამ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან მიიღო.

ქვეყნის მთავარი პარტნიორები „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, რომ ხმების მოსყიდვა 2020 წლის არჩევნებზე აღარ დაუშვას და კანონი იმდაგვარად გამკაცრდეს, რომ მმართველმა პარტიამ ხმების მასობრივად ყიდვა ვეღარ შეძლოს.ეუთოს დასკვნაში საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმების ყიდვა ერთ-ერთ ყველაზე პრობლემატურ საკითხად დასახელდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საგანგებო ბრიფინგი გამართა და მმართველ გუნდს რეკომენდაციების შესრულებისკენ მოსთხოვა.

დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ მიუღებელია და არათანაბარ პირობებში აყენებს პარტიებს შემოწირულობის ის ფორმა, რომელიც აქამდე მოქმედებდა და რომლის მიხედვითაც, მოქალაქეების თანხებს მხოლოდ ერთ პარტიას - „ქართულ ოცნებას“ სწირავდნენ. ქვეყნის მთავარი მოკავშირეები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან ითხოვენ, რომ ამომრჩეველზე ზეწოლა და შურისძიების მცდელობები დასრულდეს და ამის უზრუნველსაყოფად კი კანონი შეიცვალოს.

საერთაშორისო მოკავშირეები საარჩევნო აგიტაციის წესის ცვლილებას ითხოვენ. მთავარი რეკომენდაცია კი საჯარო მოხელეებისთვის აკრძალვის დაწესებაა, რომ მათ „ქართული ოცნების“ კანდიდატის მხარდასაჭერად სოციალურ ქსელებში თუ სხვა საჯარო სივრცეში კამპანიაში ჩართვა ვერ შეძლონ.

ქვეყნის პარტნიორების მიერ შემუშავებულ დოკუმენტში ე.წ. კოორდინატორების საკითხზეც არის საუბარი. პარტნიორების აზრით, კოორდინატორებისთვისამომრჩეველთა სიაზე წვდომის აკრძალვა და უბნებთან ამომრჩევლის კონტროლი მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოს უნდა დაექვემდებაროს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42