„ჩვენი ვალუტა ფუნქციონირებს თავისუფალი გაცვლითი კურსით" - არჩილ თალაკვაძე ეროვნული ვალუტის ვარდნაზე
პოლიტიკა - 22:48, 08 May, 2019     893

საპარლამენტო უმრავლესობა, ოპოზიციის კრიტიკას ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაზე არ იზიარებს.

არჩილ თალაკვაძე ვალუტის ვარდნას რეგიონსა და მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს.

თალაკვაძის განცხადებით, ეროვნული ვალუტა თავისუფალი გაცვლითი კურსით ფუნქციონირებს და ხელოვნურად კურსის დადგენა არ ხდება.

„ჩვენი ვალუტა ფუნქციონირებს თავისუფალი გაცვლითი კურსით. ხელოვნურად არ ფიქსირდება კურსი. რაც შეეხება ჩვენს ეროვნულ მექანიზმებს, ეს არის ეროვნული ბანკი, ეს არის ფისკალური პოლიტიკა, ეს არის სავაჭრო ბალანსი და მაკროეკონომიკური მონაცემები რომელიც თითოეულ მოქალაქეს შეუძლია, რომ გადაამოწმოს მაკრო ეკონომიკური პარამეტრები საქართველოს აქვს წესრიგში. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ლარის კურსის ფორმირებაში თავის როლს თამაშობს ჩვენი რეგიონული სიტუაცია, პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ასევე ის ეკონომიკები და უცხო ვალუტები, რომელთანაც საქართველოს აქვს ძირითადი შემხებლობა, ეს არის ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორები მაგალითად თურქეთი,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 დოლარის ღირებულება 2.7384 ლარია.

1 ევროს ღირებულება კი 3.0665 ლარად განისაზღვრა. ახალი კურსი ძალაში ხვალიდან შევა, თუმცა სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ღირებულება უკვე 2.75 ლარია.

გაცილებით მაღალია დოლარის კურსი კომერციულ ბანკებში. საქართველოს ბანკი 1 აშშ დოლარს 2.77 ლარად ყიდის, მაშინ როდესაც დოლარის ღირებულება გუშინ 2.73 თეთრს შეადგენდა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42