"საქართველოს ბიზნესასოციაციის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რუსული "როსნეფტი“ „ვისოლის“ შეძენით არის დაინტერესებული ეხმაურება.
როგორც "ვისოლის" ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა, კომპანიის გაყიდვა არ იგეგმება.
"დაველაპარაკებით ყველა პოტენციურ კომპანიას, ჩვენ ბიზნესმენები ვართ. სადაც გვექნება ყველაზე კარგი პირობა მივიღებთ გადაწყვეტილებას. ის, რომ ვთქვათ რუსული კომპანია იყიდის საქართველოში თეორიულად რომელიმე ბენზინგასამართი სადგურების ქსელს. ამით ქვეყნის ეკონომიკას რა საფრთხეები შეიძლება დაემუქროს არ მესმის. "როსნეფტის" შვილობილი კომპანია „პეტროკასი“ საქართველოში უკვე ფლობს, საწვავის ბაზრის კიდევ ერთ მსხვილ ოპერატორ „გალფს.“ თუკი ეს გარიგება მართლაც შედგება, მაშინ გამოდის რომ ქართულ ბაზარზე რუსული ენერგო კომპანიები მონოპოლისტები გახდებიან. რადგან ბენზინგასამართი სადგურების სამ მთავარ ქსელს „ლუკოილს“ „გალფს“ და „ვისოლს“ რუსულ კომპანიები გააკონტროლებენ. თუმცა, როგორც სოსო ფხაკაძე ამბობს, თუკი ბაზარზე მონოპოლია იარსებებს არ აქვს მნიშვნელობა მონოპოლისტი საქართველოში რუსეთი იქნება, თუ რომელიმე სხვა ქვეყნის კომპანია. მონოპოლია თუ შეიქმნება ამას რუსული კომპანია შექმნის, თუ რომელიმე სხვა ქვეყნის კომპანია ამას ხომ აზრი არ აქვს" - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






