ამომრჩევლის მოსყიდვის, რეგისტრაციით მანიპულირების და საბიუჯეტო რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენების ფაქტები - საიამ წინასაარჩევნო მონიტორინგის მონაცემები გამოაქვეყნა
პოლიტიკა - 18:23, 08 May, 2019     671
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 20 მარტს მთაწმინდის №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები,1 ხოლო 30 მარტს მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე,2 ასევე, საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები დანიშნა.


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წინასაარჩევნო მონიტორინგის მისიის ფარგლებში, 2019 წლის 20 მარტიდან 28 აპრილამდე პერიოდში გამოვლინდა:

ამომრჩევლის მოსყიდვის 3 შემთხვევა; კანონით აკრძალული ქმედებები შემდეგმა პარტიებმა ჩაიდინეს:

• 2 შემთხვევაში – „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“;

• 1 შემთხვევაში – „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“.

ამომრჩევლის რეგისტრაციით მანიპულირების და ფარულობის პრინციპის დარღვევის თითო ფაქტი; ამ შემთხვევაშიც „გირჩი“ იყო ის სუბიექტი, რომელმაც აღნიშნული ქმედებები ჩაიდინა.

2 მუნიციპალიტეტში (ადიგენი და წყალტუბო) დაფიქსირდა საბიუჯეტო ცვლილებები, რასაც კანონმდებლობა საბიუჯეტო რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენებად მიიჩნევს.

2019 წლის 22 მარტს მთაწმინდაზე „ახალი პოლიტიკური ცენტრის“ („გირჩი“) მაჟორიტარმა კანდიდატმა – ჰერმან საბომ საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდა, მთაწმინდაზე ჩაეწერონ. მან ბინის მეპატრონეებს მიმართა და კომუნალური, მაგალითად, წყლის გადასახადის (რომელიც ბინაში ჩაწერილ პირთა სულადობაზეა მიბმული) გადახდას დაჰპირდა. გარდა ამისა, 2019 წლის 17 აპრილს „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მთაწმინდის ამომრჩევლებს გარკვეულ სარგებელს დაჰპირდა საარჩევნო ბიულეტენის ფოტოს სანაცვლოდ, რომელზეც მათი პოლიტიკური გაერთიანება იქნება შემოხაზული. „გირჩის“ ეს ქმედება რამდენიმე მიმართულებით უნდა შეფასდეს.

ამომრჩევლის მოსყიდვა. პარტიებს ეკრძალებათ ამომრჩევლის დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების ან მატერიალური ფასეულობის დაპირებით. გირჩის მიერ კომუნალური გადასახადის გადახდის დაპირების მიზანია მოქალაქეთა დაინტერესება, მიიღონ გარკვეული ფინანსური სარგებელი და წარმოადგენს ამომრჩევლის მოსყიდვას. კანონმდებლობის მიხედვით, ეს ქმედება საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციის შეწყვეტას,ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს.

ამომრჩევლის რეგისტრაციით მანიპულირება. მიუხედავად იმისა, რომ ოლქიდან ოლქში გადაწერა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა არ არის. რეგისტრაციის მისამართის ორგანიზებული, საარჩევნო მიზნით შეცვლა ამომრჩევლის ხმებით მანიპულირების მაგალითია და ეწინააღმდეგება თანასწორი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების პრინციპს.

ფარულობის პრინციპის დარღვევა. კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად, ხმის მიცემის კაბინაში ფოტო და ვიდეო გადაღება აკრძალულია. პარტიის განცხადებით, ამომრჩეველი სარგებელს იმ პირობით მიიღებს, თუ წარადგენს საარჩევნო ბიულეტენის ფოტოს, რომელზეც მათი პოლიტიკური გაერთიანება იქნება შემოხაზული. აღნიშნული განცხადება უბიძგებს ამომრჩევლებს, საკუთარი მხარდაჭერის დასამტკიცებლად, უარი თქვან ფარულობის პრინციპზე.

ამდენად, საია მიიჩნევს, რომ „გირჩის“ ზემოაღნიშნული ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც მანიპულაცია, ამომრჩევლის მოსყიდვა და ფარულობის პრინციპის დარღვევა.

2019 წლის 11 აპრილს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს – ილია მეორეს შეხვდა. საპატრიარქოს ცნობით, 11 აპრილს გამართულ შეხვედრაზე ივანიშვილი ილია მეორეს დაჰპირდა, რომ ფონდი „ქართუ“ სამების ტაძრის მოხატვას სრულად დააფინანსებს. 29 მარტს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც სოფელ ხიბულაში იმყოფებოდა, ადგილობრივ მოსახლეობას გაზისა და წყლის პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა: „გაზიფიცირებაც და წყლის საკითხიც დავუჩქაროთ. ბიუჯეტს არ ექნება [ფული], მე გავაკეთებ. პირველ რიგში,წყალი გავუკეთოთ სოფელს, გზა…” – მიმართა მან ხალხს.

საია მიიჩნევს, რომ ეს ფაქტიც ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო შემთხვევაა. მოქალაქეთაპოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ორივე ზემოაღწერილ შემთხვევაში საარჩევნო პერიოდში ამომრჩეველს უსასყიდლოდ გარკვეული მომსახურების გაწევას ჰპირდება, რაც წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას და ითვალისწინებს შესაბამის პასუხისმგებლობას.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საიამ გამოიკვლია იმ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში დაფიქსირებული ცვლილებები, სადაც რიგგარეშე/შუალედური არჩევნები იმართება. არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან აკრძალულია ისეთი პროექტების/პროგრამების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში. ასევე, ამავე ვადიდან აკრძალულია სოციალური გასაცემლების ოდენობების ზრდა და ახლის დაწესება. აღნიშნული თვალსაზრისით გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები:

1. ადიგენის მუნიციპალიტეტში 2 აპრილის ცვლილებით ბიუჯეტში სრულებით ახალი პროგრამა („შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ოჯახების დახმარება“) 8 ათასი ლარით დაფინანსდა. ამის შემდეგ, 17 აპრილის ცვლილებით, კიდევ ერთხელ გაიზარდასოციალური პროგრამები 9800 ლარით.

2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სოციალური პროგრამების დაფინანსება ჯერ 4 აპრილის ცვლილებით – 20 000 ლარით, ხოლო შემდეგ 12 აპრილის ცვლილებით – 32 100 ლარით გაიზარდა. როგორც გამოჩნდა, ადიგენისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებმა დაარღვიეს კანონმდებლობა და ბიუჯეტში ცვლილებები არჩევნების დანიშვნის შემდეგ შეიტანეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42