“ჩვენ, ყველანი დავიცავთ რუსთავი ორს და სიტყვის თავისუფლებას” - გიორგი ვაშაძე
პოლიტიკა - 17:44, 08 May, 2019     908

"პოლიტიკური პლატფორმა -ახალი საქართველოს" თავმჯდომარე, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ირგვლის განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. გიორგი ვაშაძის თქმით, ხელისუფლებას არ აწყობს დამოუკიდებელი ტელევიზია. მისივე თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე, ბიძინა ივანიშვილი ღიად ცდილობს მთავარი ოპოზიციური ძალის ჩახშობას.

„ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ბიძინა ივანიშვილი ღიად ცდილობს მთავარი ოპოზიციური არხის ჩახშობას და დღეს უკვე ტელეკომპანიის წინააღმდეგ მორიგ იერიშს ახორციელებს. საკუთარ განცხადებებში მან ეს არაერთხელ დააფიქსირა და ყველა ღონეს ხმარობს, მიზნის მისაღწევად.

ბუნებრივია, რომ ხელისუფლებას არ აწყობს ტელევიზია, სადაც შეულამაზებლად და ობიექტურად შუქდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ტელევიზია, სადაც ხალხს შეუძლია ღიად თქვას სათქმელი და დააფიქსიროს საკუთარი აზრი.

ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ, არაერთხელ დაამტკიცა, რომ მან გადაუხვია პროდასავლურ კურსს. მსგავსი პროცესები აზიანებს ჩვენს იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე და საფრთხეს უქმნის დემოკრატიას ჩვენს ქვეყანაში.

ეს არის შეტევა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ.

ცხადია, რომ ამ პროცესის მიზანი არის ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა.

ჩვენ, წინ გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნები გველის. ბიძინა ივანიშვილის მთავარი მიზანია, ამ არჩევნებმა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ტელეკომპანიის გარეშე ჩიაროს.

მიმაჩნია, რომ მთელი საზოგადოება არის სოლიდარული რუსთავი ორის მიმართ, მათ შორის პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ჩვენ, ყველანი დავიცავთ რუსთავი ორს და სიტყვის თავისუფლებას. „- განაცხადა გიორგი ვაშაძემ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42