"მაჩალიკაშილის მოკლული შვილი არის ტერორიზმი ხალხის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან... მრჩება განცდა, რომ ეს განზრახ ხდება" - შაშკინი სუს-ის ქმედებებზე მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ
პოლიტიკა - 16:27, 08 May, 2019     1187

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მას სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადების მცდელობაში ადანაშაულებს. სუს-ის მტკიცებით, გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, მაჩალიკაშილი მის ძმისშვილს გოგაშვილის თვალთვალს ავალებს.

მალხაზ მაჩალიაკშვილი გუშინ სუს-ში დაკითხვაზეც იყო დაბარებული, მაგრამ არ გამოცხადდა, სუს-ში ბრიფინგი სწორედ აღნიშნულის შემდეგ გაიმართა. როგორც მაჩალიკაშილმა მოგვიანებით განმარტა, მას რომ სცოდნოდა, თუ რა საკითხზე იყო დაბარებული საგამოძიებო ორგანოში, აუცილებლად მივიდოდა. მალხაზ მაჩალიკაშვილი ე.წ. მოდულის შენობაში ხვალ მივა.

არსებული ვითარება „ნიუპოსტთან“ საუბრისას საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა შეაფასა. მისი განცხადებით, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება პირის დადანაშაულება ტერორიზმში უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, ამის მტკიცებულების წარდგენა და ადრესატის თავისუფლად დატოვება:

„ამ ძალიან მძიმე საკითხს შევხედოთ ობიექტურად და ერთი წუთით გადავდოთ გვერდზე ჩვენი პირადი დამოკიდებულება პოლიტიკური პროცესების მიმართ.

კრიტიკული აზროვნებით, რაც განასხვავებს ადამიანს ცხოველისგან, შევაფასოთ ის თუ რა ხდება. ერთ წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მაჩალიკაშვილის სახლში შეიჭრა სპეცდანიშნულების რაზმი და ლოგინში მოუკლეს მას შვილი. მთავრობამ ჩვენ გვითხრა, რომ სპეცრაზმის შეჭრის მიზეზი იყო ის, რომ მაჩალიკაშვილის შვილი იყო ტერორისტი. გავიდა წელიწადზე მეტი, არანაირი ბრალდება ტერორიზმში წარდგენილი არ იყო და არც გამოძიება ჩატარდა თუ რატომ შეიჭრა იმ სახლში სპეცდანიშნულების რაზმი და არც ის გამოიძიეს რატომ მოკლეს ეს ბავში ლოგინში. ახლა გვეუბნებიან, რომ თვითონ მაჩალიკაშვილი არის ტერორისტი.

მე მაქვს მუშაობის დიდი გამოცდილება სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებში, მე არ ვიცი სხვა ქვეყნის მაგალითი, სადაც სახელმწიფო სტრუქტურა დააბრალებს ადამიანს, რომ ის არის ტერორისტი, აჩვენებს ამაზე რაღაც ჩანაწერს და იმავე წამს არ დააკავებს მას. 100-დან 100 შემთხვევაში ხდება აბსოლუტურად პირიქით, ხდება დაკავება ადამიანის და ამის შემდეგ საზოგადოებას წარუდგენენ მტკიცებულებებს. ასეთი რამ მართლაც პირველად ვნახე, ჯერ წარადგინონ მათი აზრით მტკიცებულება და არ მოხდეს ადამიანის დაკავება. ტერორიზმი არის ძალიან მძიმე დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

მისივე თქმით, სახელმწიფომ ხალხის მიმართ ჩაიდინა ტერორისტული აქტი, როდესაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი ლოგინში მოკლა, შემდეგ კი ეს საქმე არ გამოიძია. შაშკინი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა აუცილებელია:

„ადამიანს შვილი მოუკლეს ლოგინში, წელიწადზე მეტი გავიდა, არაფერი გამოიძიეს და ახლა გვეუბნებია, რომ მამა არის ტერორისტი. უბედურება არის ის, რომ სახელმწიფო ორგანოების მიმართ ნდობა არის ნულოვანი, ეს იმის ბრალია, რომ სხვადასხვა მინისტრები საუბრობდნენ, რომ მზადდებოდა სხვადასხვა დროს სახელმწიფო გადატრიალებები, საბურავების ყიდვის თემა და რომელიმე გამოძიებით დასრულდა? ძალიან პრიმიტიული მიდგომა აქვს სახელმწიფოს, ჭორების დონეზე ავრცელებენ ინფორმაციებს სახელმწიფო უწყებები.

ბუნებრივია არც ტერორიზმს არც ძალადობას არავითარი გამართლება არ გააჩნია, მაგრამ არანირი გამართლება არ აქვს ასევე ტერორიზმს ხალხის წინაშე და მაჩალიკაშილის მოკლული შვილი, ეს არის ტერორიზმი ხალხის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან. რა თქმა უნდა როდესაც არის საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გააჩნია მტკიცებულებები, მნიშვნელოვანია შეიქმნას საპარლამენტო კომისია, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებს ექნებათ მასალის შესწავლის საშუალება, ბუნებრივია სუსი ყველაფერს იმით ამართლებს, რომ ეს არის სახელმწიფო საიდუმლო, მაგრამ აბსოლუტურად გაუგებარია ის თუ რატომ არ შეიძლება საპარლამენტო კომისიის შექმნა, რადგან პარლამენტი არის ზედამხედველი ორგანო, მათ შორის არის პარლამენტარების გარკვეული ჯგუფი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა შეისწავლონ საიდუმლო მასალები. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მაკვირვებს ის თუ რა ტაქტიკით მუშაობს ჩვენი უსაფრთხოების სამსახური“, - განმარტა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

რაც შეეხება ხვალ, მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვის შემდგომ მოვლენების შესაძლო განვითარებას, შაშკინის განცხადებით პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, რადგან უსაფრთხოების სამსახური სრულიად ალოგიკურად მოქმედებს:

„იმდენად ალოგიკურად მუშაობენ ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები, რომ პროგნოზირება რთულია. ფასი, რომელსაც ქვეყანა იხდის ასეთი დილეტანტიზმისთვის, არის ბევრად მაღალი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ თემაზე, როგორიც არის ტერორიზმი, გვყავს პარტნიორი - ამერიკის შეერთებული შტატები, რომელთანაც ვალდებულება გვაქვს აღებული, რომ უნდა გავუზიაროთ ყველანაირი ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, ყველა ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები მოიპიოვებენ, მოუწევთ მათი გაზიარება, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი თუ რამდენად არის ესა თუ ის ინფორმაცია რეალური და არა ჭორაობა სოფლის რომელიღაცა სახლში“, - დასძენს შაშკინი.

იგი პანკისის ხეობის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს სისულელეს უწოდებს და აცხადებს, რომ რჩება შთაბეჭდილება, თითქოს მმართველი ძალა ასე სპეციალურად იქცევა:

„ის რაც ახლა პანკისის გარშემო ხდება არის სისულელე, ფაქტია შევიდნენ და სისულელეს სჩადიან, მრჩება განცდა რომ ეს ხდება განზრახ, ასეთი იდიოტიზმი ჩემთვის წარმოუდგენელია“, - განმარტავს „ნიუპოსტთან“ საუბრისას დიმიტრი შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42