„მინდა ხაზი გავუსვა, რომ დანაშაულებრივი გეგმა ვისაც უნდა შეემჩნია, შეამჩნია და ამისთვის დიდი მადლობა სუს-ს. მათ ჰყავდათ დაკვირვების ქვეშ ეს ადამიანი, რადგან საფრთხეს წარმოადგენდა იმ განცხადების შემდეგ, რაც საჯაროდ განახორციელდა, მუქარა იყო ეს, თუ განზრახვა. მე არ შემიმჩნევია ჩემ ირგვლივ მისი გარემოცვა. შემდეგ მითხრეს, რომ უსაფრთხოების ზომები გასაძლიერებელი იყო და რა თქმა უნდა, ყურადღებით ვიყავი და მაქსიმუმს ვაკეთებდი, რომ ოჯახის უსაფრთხოება დამეცვა, რაშიც სახელმწიფოც მეხმარებოდა.
ვერანაირ მითითებას ვერ მივცემ გამოძიებას, რადგან არ ვარ იმ სამსახურში, რომელიც მითითებას იძლევა. მე ვარ ამ შემთხვევაში ობიექტი, რომელზედაც შესაძლებელია, მომხდარიყო ტერაქტი. აქედან გამომდინარე, ველოდები გამოძიების მიმდინარეობას. ძალიან მოზომილი ვარ კომენტარში, არ მინდა, რამით ხელი შევუშალო გამოძიებას. მთავარია, ახლა მტკიცებულებები შეაგროვონ, შემდეგ გააანალიზონ. სუს-მა რაც შეძლო, მოაგროვა, ახლა პროკურატურაზეა დამოკიდებული. ალბათ მიიღებენ გადაწყვეტილებას. დაველოდები გამოძიებას“, – განაცხადა სოსო გოგაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






