ცვლილებები „შრომის კოდექსში“ - უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ 12 მაისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვედრობის დღედ გამოაცხადა, აღნიშნულ დღე იმედის დღე იქნება.
პარლამენტში საკითხთი ემსამე მოსმენით დღეს განიხილეს, ცვლილებები მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ნათია მიქელაძემ წარადგინა. კანონპროექტს მხარი 96 დეპუტატმა დაუჭირა.
„საქართველოს მოსახლეობისთვის ღვთისმშობლის წილხვდომილობა უმნიშვნელოვანეს მოვლენას და შესაბამისად, ეროვნულ დღესასწაულს წარმოადგენს. სწორედ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის რწმენამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობა, შესაბამისად, ეს დღესასწაული სცილდება მხოლოდ რელიგიურ საზღვრებს და იძენს საყოველთაო ზეიმის ხასიათს. ღვთისმშობელი საქართველოს მართლმადიდებელთათვის მუდამ იყო, არის და იქნება ქვეყნის გადარჩენის უპირველესი საწინდარი, სიმბოლო ურყევი სასოებისა – ანუ იმედისა. მშვიდობისა და კეთილდღეობის იმედი, ახლობელი და გამაერთიანებელია ჩვენი ქვეყნის ყოველი მოქალაქის. შესაბამისად, სრულიად ბუნებრივი და კანონზომიერი იქნება, რომ ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაულს დაერქვას – იმედის დღე”, – განმარტავს მთავრობა.
მასალის გამოყენების პირობები






