"ივანიშვილისთვის ის ინსტრუქციები უფრო მნიშვნელოვანია რაც მოსკოვიდან მოდის"- სამადაშვილი ხელისუფლებას აშშ-ს, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს რეკომენდაციების შესრულებას მოუწოდებს
პოლიტიკა - 12:23, 08 May, 2019     611
გაერთიანებული ოპოზიცია - „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს, არჩევნებთან დაკავშირებით ის რეკომენდაციები შეასრულოს, რომელიც ქვეყანას აშშ-მ, ევროკავშირმა და ევროსაბჭომ მისცა.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა განაცხადა, რომ საქართველოს რამდენიმე მაღალი დონის დელეგაცია ეწვია ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან, ვიზიტების მთავარი თემა კი საქართველოში ჩასატარებელი არჩევნების მომავალი იყო.

„ამერიკამ, ევროკავშირმა და ევროსაბჭომ ხელისუფლებას კონკრეტული რეკომენდაციების სია წარუდგინეს, რისი განხორციელებაც უახლოეს კვირებში უნდა დაიწყოს, რომ შემდეგი არჩევნები სამართლიანად და ლეგიტიმურად ჩაითვალოს. ეს გზავნილი იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს დასავლეთმა უთხრა, რომ თუ საქართველოს სურს ევროპული სახელმწიფო იყოს, დემოკრატიული არჩევნები უნდა ჩაატაროს. ისინი ეუბნებიან იმასაც, რა უნდა გააკეთოს ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც რუსეთიდან იღებს ინსტრუქციებს. სწორედ ამ ინსტრუქციების შესრულებაა მორიგი თავდასხმა „რუსთავი 2“-ზე, მოსამართლეების არჩევა. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილისთვის ის რეკომენდაციები უფრო მნიშვნელოვანია, რაც მოსკოვიდან მოდის, ვიდრე პარტნიორები აძლევენ.

ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციების იგნორირება ქვეყნას იზოლაციაში მოაქცევს. თუ ქვეყანა ამ რეკომენდაციებს არ შეასრულებს, საქართველო უარს იტყვის დასავლურ ინტეგრაციაზე“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42