„საქართველომ უნდა დაიცვას მედიის თავისუფლება, ყოველგვარი კითხვების გარეშე. საქართველოს სტრატეგიული მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა და ამისთვის ქვეყანაში სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლების, მათ შორის სრულად თავისუფალ მედიის არსებობა აბსოლუტურად გადამწყვეტია. ტელეკომპანია „რუსთავი 2”-თან დაკავშირებით არსებობს კითხვის ნიშნები და საჭიროა ეს საკითხი ყურადღებით იყოს შესწავლილი. რადგან არ შეიძლება არხის თავიდან მოშორება მხოლოდ იმის გამო, რომ არ ეთანხმები რას ამბობენ ამ არხზე. ჩემთვის გარკვეულწილად გასაგებია, თუ რა მიზეზები დგას ამ პროცესის უკან, მაგრამ მიუხედავად ამისა საქართველომ უნდა დაიცვას მედიის დამოუკიდებლობა და თავისუფლება, წინააღდეგ შემთხვევაში შესაძლოა მას ამ საკითხის გამო ევროკავშირთან გარკვეული პრობლემები შეექმნას. ვგულისხმობ იმას, რომ ევროკავშირის პოზიცია მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით ნათელია.“- განაცხადა ამანდა პოლიმ.
მასალის გამოყენების პირობები






