"მე საკუთარი შვილი თვალწინ მომიკლეს, მაგრამ მაინც ვცემ საქართველოს პატივს და ვაკეთებ, რომ კანონით დაისაჯონ ეს ადამიანები" - მაჩალიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ გაჩუმების მიზნით ციხეში ჩასვან
პოლიტიკა - 11:28, 08 May, 2019     768
ტერაქტის მომზადებასთან დაკავშირებით, სუს-ის მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებას მალხაზ მაჩალიკაშვილმა დღეს ჟურნალისტების წინაშე უპასუხა. მაჩალიკაშვილის თქმით, მას ასეთი მცდელობა არ ქონია და სუს-ის მიერ გაკეტებული ჩანაწერი იმ ემოციური საუბრებიდან არის შეკრებილი, რომელიც შვილმოკლულ მამას მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოუძიებლობის გამო ქონდა:


„როდესაც ასეთ რამეს ავრცელებენ და ტერქტს მაბრალებენ, უნდა გამახვილდეს ყურადღება და ამოაგდონ ისიც თუ მე სადმე იარაღი შევისყიდე, მივიტანე ან სადმე თუ მქონია შეხება იარაღთან, მის შემდეგ შეიძლება დამაბრალონ რამე. ამ შემთხვევიდან ტერაქტი საერთოდ უნდა გამოირიცხოს, თუნდაც იმიტომ რომ მე ერთი წელია აქ ვდგავარ და ვიცამ ამათგან სასტიკად მოკლულ თემირლანს, მე ამ ფიცით ვარ გამოსული, ფიცი მაქვს დადებული , რომ დავიცვა მაგისი სახელიც და მთელ ქვეყანაში ახალგაზრდობაც.

მასეთი საუბარი კი არა მე მქონია რამდენიმენაირი საუბარი, როდესაც ესენი მიმიმწყვდევენ კუთხეში და გამოვყავარ მდგომარეობიდან, ეს ჩემი ფიქრებია, რომელიც იმ წუთას მოდის და ისევ ჩემში ვახშობ და ვკლავ, მაგრამ მე ეს მცდელობა არასდროს არ მქონია. ეს არის იქიდან აქედან აკრეფილი.

მე ერთი წელია იმას ვითხოვ, რომ დასაჯეთ ვინც ჩემს მიმართ ჩაიდინა დანაშაული, თუ მე მაქვს ჩადენილი დანაშუალი, თუ ჩემი სიტყვებიდან და ფიქრებიდან რაღაცის შექმნა უნდათ და დანაშაულად ჩამითვალეს, მე მზად ვარ პასუხი ვაგო.

ესენი ისე მამწარებენ, მხეცი ვერ გაძლებდა ამ ერთ წელწადში, როცა მამწარებენ მაქვს ხოლმე ეს საუბარი, შესაძლოა მეთქვას, მაგრამ ერთზე გავამახვილებ ყურადღებას, მე მაინტერესებს ვიბ მყავს მტერი, მისი ცოცხალიც მაინტერესებს, მკვდარიც მაინტერესებს, მისი შვილიც და შვილიშვილიც, არა იმიტომ რომ გავანადგურო, არამედ იმიტომ რომ ვიცოდე ვინაა ჩემი მტერი “- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მაჩალიკაშვილის თქმით, მას რომ ცოდნოდა რომ ამ საკითზე იბარებდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ის აუცილებლად წავიდოდა, ის ახლაც მზადყოფნას აცხადებს, რომ თავისი სიმართლე დააკისროს. მაჩალიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი გაჩუმების მიზნით ის ციხეში ჩასვან.

„მე საკუთარი შვილი ჩემს სახლში თვალწინ მომიკლეს, მაგრამ მაინც ვცემ საქართველოს პატივს და მაინც ვაკეთებ, რომ კანონით დაისაჯონ ეს ადამიანები. მე ციხის არ მეშინია ციხის, ციხიდან ვიბრძოლებ. თუ ვარ დამნაშავე დამიჭირონ.“- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42