ნინო ნიჟარაძის დაცვის მხარე, თანახმაა ნიკა გვარამიას წინადადებაზე, საქმე საერთაშორისო არბიტრაჟმა განიხილოს
პოლიტიკა - 09:42, 08 May, 2019     1102
ნინო ნიჟარაძის დაცვის მხარე მზად არის "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის წინადადება მიიღოს და საქმემ საერთშორისო არბიტრაჟში გადაინაცვლოს. ადვოკატი სარჩელის შეტანის მიზეზად ტელეკომპანიის ხელმძღვანელობასთან თავის დროზე კომუნიკაციის არქონას ასახელებს. მისი თქმით, 9 პროცენტიანი წილის მფლობელმა არხის ადმინისტრაციისგან ვერც ერთ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო და ამ ფონზე მათთვის ერთადერთი გზა, სასამართლო იყო.


"თუ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ეთერისთვის გამიზნული განცხადება, რომ ჩვენ "გვინდა წავიდეთ არბიტრაჟში და წამობრძანდით თქვენც," ჩვენ თანახმა ვართ ნებისმიერი პოზიცია განვიხილოთ საქართველოს არბიტრაჟში უცხოეთის არბიტრაჟში და როგორც არ უნდა იყოს. ჩვენ თანახმა ვართ სრულად და ყოველმხრივ და ობიექტურდ ნებისმიერ ასპარეზზე და ნებისმიერ ტრიბუნაზე იქნას ეს საკითხი გამოკვლეული და თვითმიზანს ნამდვილად არ წარმოადგენს სასამართლო, საერთოდ არ წავიდოდით სასამართლოში ჩვენს წერილებზე პასუხი რომ გაეცა "რუსთავი 2"-ის ადმინისტრაციას დას ჩაგვეთვალა რომ ეს პასუხები დამაკმაყოფილებელია,"-აცხადებს ნინო ნიჟარაძის ადვოკატი, გიორგი ყავლაშვილი.

სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის იურისტი, თამთა მურადაშვილი ნიჟარაძის ადვოკატის განცხადებას სიცრუეს უწოდებს და აცხადებს, რომ მოსარჩელე მხარეს, კომუნიკაციაზე პრობლემა არ შეჰქმნია. მურადაშვილის თქმით, ნიჟარაძის დაცვა ხელოვნურ ბარიერებს ქმნის.

"მოგონილი არგუმენტია მხოლოდ იმისთვის რომ ნელ-ნელა დაიწყონ ბარიერების შექმნა იმ შეთავაზებისთვის რომელიც იქნა გაკეთებული ჩვენს მიერ, თუმცა ხარჯებთან დაკავშირებითაც არ შეიძლება ჩაითვალოს რომ ამოწურული იყოს ეს საკითხი, შეგვიძლია მოვილაპარაკოთ, მაგალითად, რომ გავიყოთ ეს ხარჯები და არა ისე რომ სრულად "რუსთავი 2"-ს დაეკისროს, ან სხვა ნებისმიერი წინადადება, რაც შეიძლება მხარეებს ჰქონდეთ ერთმანეთის მიმართ, იმისათვის რომ სამართლიანად გადაწყდეს დამოუკიდებელი ნეიტრალური არბიტრის მიერ. ეს არის სრული სიცრუე, ისინი ჩვენთან კომუნიკაციას ახდენდნენ ჯერ კიდევ 2015 წელს, სანამ ქიბარ ხალვაში შეიტანდა სარჩელს "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ. ერთადერთი ბოლოს მთელი ამ ხნის განმავლობაში კომუნიკაცია რაც იყო მათი, ეს იყო შემოტანილი ერთადერთი წერილი აღდგომებამდე, ითხოვდნენ ძალიან ბევრ ინფორმაციას, ძალიან მოკლე ვადაში, 5-დღიან ვადაში, ეს ვადაც ალბათ იმიტომ იყო მითითებული რომ ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი მხრიდან ამ ვადაში დოკუმენტაციის გაცემა და რომ შემდეგ საფუძველი ჰქონოდათ რომ წასულიყვნენ სასამართლოში და ეთქვათ, რომ თითქოს მათ კომუნიკაციაზე ჩვენ პასუხს არ ვცემთ,"-აცხადებს თამთა მურადაშვილი.

წყარო rustavi2.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42