ჯანგირაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი რუსთავი2-ის ხელში ჩაგდების იდეით იმდენად არის მოცული, რომ ამისთვის სხვადასხვა გზებს ეძებს.
„ბიძინა ივანიშვილი შეპყრობილია რუსთავი2-ით, რუსთავი2 -ის დაპყრობის იდეით იმდენად შეპყრობილია, ატანილია, ვერ ელევა ამ იდეას და სხვადასხვა გზებს ეძებს სულ. რომ გვეგონა, დანებდა და გაანება თავი, ვერ ეშვება,“ - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.
ნინო ჯანგირაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში სასამართლო არ არსებობს. მისი თქმით, სარჩელს, რომელიც დღეს რუსთავი2-ის წინააღმდეგ სასამართლოშია შეტანილი, სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
„აბსურდია აბსოლუტურად, არანაირი საფუძველი ამ სარჩელს, ჩემი აზრით, რაც დღეს გამოვიტანე დასკვნა, არა აქვს. ერთადერთი რამ, ივანიშვილმა კიდევ ერთხელ სცადა, მაგრამ განსხვავებით 2014-15 წლებისგან, სადაც მას კიდევ ჰქონდა შემორჩენილი ჭარბი აღარ, მაგრამ რაღაც ტიპის ნდობა, არ ჰქონდა დაგროვილი ამდენი პრობლემა, ეკონომიკა ასეთი ჩამოშლილი არ იყო, ხელისუფლება ადამიანებს არ ექცეოდა ასე გამომწვევად, ადამიანებს არ ჩაგრავდა, უსამართლობის განცდა არ იყო ასეთიო მძლავრი, როგორიც დღეს არის. დღეს აბსოლუტურად სხვა ვითარებაა, მე ამ დროს ვეძახი "ივანიშვილის ბოლო ჟამს", მას სულ პატარა მიზეზზე შეიძლება, დაუმთავრდეს ეს მმართველობა,“ - აცხადებს ნინო ჯანგირაშვილი.
ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი აცხადებს, რომ რუსთავი2 იქნება ის საქმე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის მმართველობა შეეწირება.
„მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილი მოინდომებს ძალიან და ზუსტად რუსთავი2-ის საქმეს შეეწირება,“ - აღნიშნა ნინო ჯანგირაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






