"ამ ქვეყანაში დარჩება ან „რუსთავი2“ და სიტყვის თავისუფლება ან ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი" - ნიკა გვარამია
პოლიტიკა - 23:10, 07 May, 2019     725
ნიკა გვარამია რუსთავი2-ის წინააღმდეგ დაწყებული მორიგი შეტევის შესახებ გადაცემა „არჩევანში“ საუბრობს და არღშნავს, რომ ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა და ამჯერად რუსთავი2 არის არა თავდაცვის რეჟიმში, არამედ გადადის თავდასხმის რეჟიმზე.

მისი განცახდებით, ამ ქვეყანაში დარჩება ან რუსთავი2 და შესაბამისად, დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება და დასავლური ღირებულებები ან ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი.

„ხელისუფლება არ უწევს ანგარიშს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანს, საერთაშორისო ჩარევას. ეს ნიშნავს არამხოლოდ უარს, თავი დაანებოს რუსთავის2-ს და დაიცვას დემოკრატიის ელემენტარული წესები, ეს ნიშნავს განაცხადს, რომ ქვეყანა მიდის იზოლაციისკენ. ამიტომ მე ყველას ვურჩევდი, რომ არ გავუწიოთ ანგარიში ჩვენ ყველამ უკვე ხელისუფლებას და ჩემი განაცხადი, რომ ეს არის ბრძოლა, რომელშიც იქნება თავდასხმითი რეჟიმი ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში დარჩება ან რუსთავი2და შესაბამისად დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება და დასავლური ღირებულებები, ან ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი. ეს დაპირისპირება, რომელიც ახლა დაიწყო, დამთავრდება ამგვარად,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ და დასძინა, რომ წინა შემთხვევაში, როდესაც ადგილი ჰქონდა რუსთავი2-ზე შეტევას, არხი გადაარჩინა სტრასბურგმა. ამჯერად კი, ნიკა გვარამიას თქმით, იქნება გადამწყვეტი ბრძოლა.

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ნუ დაემორჩილებიან ბიძინა ივანიშვილს.

„ყველას ვურჩევ, რომ ნუ ჩაჰყვებიან ბიძინა ივანიშვილის საფლავში. ეს კაცი მთავრდება, გამოდით და გაანებეთ თავი. აი, პირდაპირ არ დაემორჩილოს მინისტრი, არ დაემორჩილოს რომელიღაც სამსახურის უფროსი. გამოვიდეს და თქვას იმიტომ, რომ ეს კაცი მთავრდება,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42