„რუსთავი2“-ის მორიგი სასამართლო დავა - საქმის განმხილველი მოსამართლის ლაშა ქოჩიაშვილის სახელს არაერთი გახმაურებული საქმე უკავშირდება
პოლიტიკა - 20:15, 07 May, 2019     2072
ლაშა ქოჩიაშვილი ის მოსამართლეა, რომელმაც რომელმაც რუსთავი2-თან დაკავშირებული მორიგი სასამართლო დავა უნდა განიხილოს.

ქოჩიაშვილი სახელი რამდენიმე გახმაურებულ საქმეს უკავშირდება და მას სწორედ სასამართლო კლანის წარმომადგენლად მოიაზრებენ.უვადოდ გამწესებული მოსამართლის საქმეებს შორისაა დავა რუსთავის მეტალურგიულის გარშემო პატარკაციშვილებსა და ჯოზეფ ქეის შორის.

რუსთავი2 არ არის ერთადერთი მედიასაშუალება, რომლის შესახებაც ქოჩიაშვილს მსჯელობა მოუწევს. თავის დროზე სწორედ ქოჩიაშვილი იყო მაესტროს საქმის განმხილველიც მოსამართლეც.

სხვადასხვა პერიოდში მისი სახელი და გვარი სასამართლოს პრობლემებთან დაკავშირებულ არაერთ ანგარიშშიც მოხვდა.

2017 წლამდე ლაშა ქოჩიაშვილი იყო მოსამართლეთა პროფესიული გაერთიანება მოსამართლეთა ერთობის წევრი და მან, 10-მდე სხვა მოსამართლესთან ერთად, პროფესიული გაერთიანება დემარშით დატოვა. მიზეზი კი მოსამართლეთა ერთობის საკმაოდ კრიტიკული განცხადება გახდა, რომელიც მიხეილ ჩინჩალაძის უვადოდ გამწესებას ეხმაურებოდა. ქოჩიაშვილი, კოლეგებთან ერთად, გაემიჯნა ამ განცხადებას და დემარშით დატოვა გაერთიანება.

ქოჩიაშვილის დემარშით წასვლას ყოფილი მოსამართლე, ასოციაცია საქართველოს მოსამართლეთა ერთობის თავმჯდომარე, მაია ბაქრაძე, იხსენებს.

ბაქრაძე ამბობს, რომ მოსამართლეთა ერთობამ ჩინჩალაძის უვადოდ გამწესების დროს კონკურსის არაობიექტურად ჩატარება გააკრიტიკა. ამ განცხადებას კი ქოჩიაშვილი გაემიჯნა.

„მას შემდეგ, რაც იუსტიციის საბჭომ უვადო მოსამართლედ გაამწესა მიხეილ ჩინჩალაძე, მოსამართლეთა ერთობამ გააკეთა ძალიან კრიტიკული განცხადება და მაშინ აღვნიშნეთ, რომ ასეთი რამ არ შეიძლება, მომხდარიყო, ვინაიდან კონკურსი ჩატარდა სრულიად არაობიექტურად. ამ განცხადებას მოჰყვა ზუსტად დემარში მოსამართლეების მხრიდან, მაშინ ერთობა დატოვა ყველა მოსამართლემ, თითქმის. ბატონი ლაშაც მოხვდა ამ მოსამართლეთა სიაში, თუმცა, მე არ ვფიქრობ, რომ ლაშას სურვილი იყო ეს, არც იმას ვფიქრობ, რომ ლაშა იდეოლოგიურად ამ კლანის მიმდევარია. მე გეტყვით, რომ დღეს აღარაა გარჩევა საერთოდ სასამართლოში იმიტომ, რომ ინდივიდუალური მოსამართლე ძალიან რთულად თუ მოიძებნება, ისეთი ვითარებაა. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვით, ვინ განიხილავს კონკრეტულად თქვენს საქმეს ან სხვა საქმეს, ამას რამე მნიშვნელობა ჰქონდეს. მთავარია, რა პოლიტიკა ექნება გატარებული კლანს,“ - აცხადებს მაია ბაქრაძე.

ქოჩიაშვილი ახლა ერთ-ერთია იმ 4 მოსამართლეს შორის, რომელით თბილისის საქალაქო სასამართლოში ვიწრო სპეციალიზაციის კომერციულ დავებს იხილავს, რომლის ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს აღემატება.

ეს ვიწრო სპეციალიზაცია თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიქმნა, დაახლოებით, ორი წლის წინ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამ გადაწყვეტილებას არასამთავრობო სექტორის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს იურისტი, თამთა კახიძე, ვიწრო სპეციალიზაციის პალატაზე საუბრობს და ამბობს, რომ მის შექმნას ბევრი ხარვეზი ჰქონდა.

„ამ პალატის შექმნას ბევრი ხარვეზი ჰქონდა, მათ შორის, ერთ-ერთი იყო, როგორ შეირჩნენ მოსამართლეები ამ ვიწრო სპეციალიზაციის პალატაში. გაწერილი კრიტერიუმები უნდა ყოფილიყო, საზოგადოებას უნდა სცოდნოდა, რა მოტივით და რა საფუძვლით მოხვდა კონკრეტულად ეს 4 მოსამართლე, როგორც მოხვდა ამ შემადგენლობაში. ერთ-ერთი იყო ლაშა ქოჩიაშვილი, რომელიც მოხვდა ამ ვიწრო სპეციალიზაციაში,“ - განაცხადა თამთა კახიძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42