„სუს-ის აუდიოჩანაწერის გამოყენება არ გამოდგება იმის საპირწონედ, რომ ხელისუფლება არ იძიებს თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეს“ - თინა ბოკუჩავა
პოლიტიკა - 19:51, 07 May, 2019     766

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს აუდიჩანაწერი გაავრცელა, სადაც მალხაზ მაჩალიკაშილი თავის ძმისშვილს სოსო გოგაშვილის თვალთვალს ავალებს. აღნიშნულს გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა გამოეხმაურა.

ბოკუჩავა აცხადებს, რომ სუს-ის აუდიოჩანაწერის გამოყენება არ გამოდგება იმის საპირწონედ, რომ ხელისუფლება არ იძიებს თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეს:

„კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ტიპის ძალადობა, თუმცა ამ აუდიოჩანაწერის გამოქვეყნება სუს-ის მხრიდან ვერ გახდება თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის არგამოძიების საპირწონე. მრავალი თვეა, პროკურატურა არ იძიებს ამ საქმეს, ამიტომ ჩვენ არაერთხელ მივმართეთ პარლამენტს და სამშაბათის სხდომაზე დავაყენებთ უკვე ოფიციალურადაც, რომ შეიქმნას თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტის ირგვლივ საგამოძიებო კომისია პარლამენტში. მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, დაიჭირონ მხარი ამ ინიციატივას და შევისწავლოთ არა მხოლოდ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე, არამედ ასევე ის აუდიოჩანაწერი, რომელიც დღეს გამოაქვეყნა სუს-მა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ეს არ გამოდგება იმის საპირწონედ, რომ ხელისუფლება არ იძიებს მაჩალიკაშვილის საკუთარ სახლში, საკუთარ ლოგინში მკვლელობის საქმეს. ფაქტია, ეს არის მცდელობა, რომ საპირწონედ წარმოაჩინოს აღნიშნული აუდიოჩანაწერი და საზოგადოებას არ მისცენ იმის შესაძლებლობა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მიიღონ თავიანთ კითხვებზე პასუხები“, – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42