„ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ „რუსთავი 2-ს“ ნაკლები დრო დარჩეს სოციალურ-პოლიტიკური საკითხების გასაშუქებლად" - სულხან სალაძე
პოლიტიკა - 13:27, 07 May, 2019     338

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ მიმდინარე ახალ კამპანიას ეხმაურება.

არასამტავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, მტავარი კითხვა არის ის, არის თუ არა აღნიშნულთან რაიმე შემხებლობაში ხელისუფლება:

„პირველი, რაც ყველას მოგვდის აზრად, არის რაიმე შემხებლობაში არის თუ არა ხელისუფლება და ზოგადად მმართველი პარტია, მათი წარმომადგენლები ამ პროცესთან. ამას ვამბობთ იმიტომ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ პროცესი, რომელიც საბოლოოდ ამ ეტაპზე დასრულდა იმით, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიყენა შეჩერების მექანიზმი. ცოტა ხნის წინ ვნახეთ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის უნდობლობის გამოცხადების პროცესი, რა ფორმით და როგორ წარიმართა, საკმაოდ საეჭვო გარემოებებში, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ჩვენ ვხედავთ პერიოდულად ტვ პირველის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და ცხადია, ამ ზოგადად მედიაბაზარზე ვინც ყველაზე მაღლა თავში იმყოფება განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკით, ეს არის „რუსთავი 2“.

არ გამოვრიცხავ იმას, რომ თუ ეს არის სარჩელი, რომელიც „რუსთავი 2-ის“ მხრიდან ყურადღების გადატანას ემსახურება სწორედ იმაზე, რომ ის რაღაც თავდაცვით მდგომარეობაში ჩადგეს და დაიწყოს სამართლებრივი ბრძოლა, ეს შეიძლება მათ შორის ნიშნავდეს იმას, რომ „რუსთავი2-ს“ ნაკლები დრო დარჩეს ისეთი მნიშვნელოვანი სოციალური-პოლიტიკური, თუ სამართლებრივი საკითხების გასაშუქებლად, რასაც, როგორც წესი, ყოველთვის უთმობს მნიშვნელოვან დროს საინფორმაციო გადაცემებში,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42