არსებული ვითარება „ნიუპოსტთან“ საუბრისას ექსპერტმა გია ხუხაშვილმა შეაფასა. მისი თქმით, აღნიშნულ საქმეში „ხელისუფლების ხელი მსუყედ მონაწილეობს:
“ჯერჯერობით არაფერი ხდება, გასაგებია, რომ გაჩნდა კითხვის ნიშნები და სამწუხაროდ, ნებისმიერი ქმედება ამ მიმართულებით კითხვის ნიშნებს ბადებს, უნდა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას და ისე შევაფასოთ ვითარება.
ამ ხელისუფლებისთვის დამახასიათებელია ყველა პრობლემის ერთად დახვავება და აჯაფსანდალის მოხარშვა. მე არ მიკვირს ალოგიკური ნაბიჯები მათი მხრიდან, მათი ხელი აქ მსუყედ მონაწილეობს. იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ინციიატივა მოდიოდა ამ ქალბატონისგან.
მიუხედავად იმისა, „რუსთავი 2“ მოგვწონს თუ არა, ის არის კრიტიკულად სასიცოცხლოდ აუცილებელი ქართული სინამდვილისთვის. შესაბამისად, ვფიქრობ ეს არის პროპაგანდა კონტრპროპაგანდის არსებობის პირობებში, არის ინსტრუმენტი, რომელიც სერიოზული შემაკავებელი ფაქტორია სახელისუფლებო სიბრიყვისგან და სახელისუფლებო განუკითხაობისგან. ეს სიკეთე ქართულ საზოგადოებას სჭირდება და თუ გამოიკვეთა, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი, მაშინ ქართულ საზოგადოებას ექნება ვალდებულება, ეს სიკეთე დაიცვას“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






