„ბიძინა ივანიშვილის მმართველობა ისტორიაში შევა, როგორც ერთერთი მძიმე პერიოდი ყველა მიმართულებით - გაუსაძლისი სოციალური პირობები, კორუფცია, სოფლებსა და ქალაქებში უპრეცედენტო დიდი რაოდენობით დაცლილი ოჯახები, სოფლებში უამრავი წარწერა-იყიდება სახლ-კარი და ამ ვითარებაში, ერთადერთი, რაც კიდევ შეიძლება სიკეთე გაეკეთებინა ოცნებას, იქნებოდა არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება. მაგრამ აშკარაა, ივანიშვილი თვითგანადგურების გზას დაადგა და ცდილობს, ძალაუფლების უზურპაციას, სწორედ ამის გამოძახილია საპრეზიდენტო არჩევნების მიტაცების კვალდაკვალ, საპარლამენტო არჩევნების წინ შეტევა რუსთავი 2-ზე. არ გამოვა ეს საქმე. გაკოტრებული ივანიშვილის ხელისუფლების სრული დელეგიტიმაციის მომსწრენი ვხდებით და ამ პირობებში, პოლიტიკური ბრძოლის რადიკალიზაცია გარდაუვალი აუცილებლობაა! უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსთავი 2-დან დაწყებული ყველა პრობლემის პირველწყარო ივანიშვილია და გამოსავალი სწორედ ამ კერპის დამხობაა, უნდა შევუტიოთ, სხვა შემთხვევაში დავკარგავთ არა მხოლოდ რუსთავს, არამედ ქართულ სახელმწიფოებრიობას. ბრძოლა ხალხთან არავის მოუგია და ქართველი ხალხის ბრძოლა ბიძინას რეჟიმის წინააღმდეგ, აუცილებლად ხალხის გამარჯვებით დასრულდება. როგორც ჩანს, ივანიშვილმა სწორედ ეს არჩევანი გააკეთა.“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ „ნიუპოსტთან“.
მასალის გამოყენების პირობები






